ვახტანგ ცინცაძე: უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით, ევროკომისიის შემოდგომის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 1,3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი

„უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით, ევროკომისიის შემოდგომის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 1,3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროგნოზი გაზრდილია არამხოლოდ 2025 წლისთვის, არამედ 2026 წლისთვისაც.

„პირველ რიგში, ვთქვათ რას ნიშნავს და რას წარმოადგენს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „ეკონომიკური პროგნოზების ანგარიში“. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე და აღნიშნულ ანგარიშში მიმოხილულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების და სხვა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, ეკონომიკური პროგნოზები.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, პირველ რიგში, შევაჯამებ იმ შედეგებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აქვს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, 2021-24 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9,8 პროცენტს. შედარებისთვის ჩვენ აღნიშნული მაჩვენებლები შეგვიძლია შევადაროთ ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს 2021-24 წლებში, რომლებიც 3,7 პროცენტია და ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდას 2,6-ჯერ უფრო მეტად აღემატება, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდას 3,5-ჯერ აღემატება.

ახლა შევხედოთ, მათ შორის უკვე პროგნოზების ნაწილს, თუ რა პროგნოზებია აღნიშნულ ანგარიშში. პირობითად, 2025-27 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ იქნება 5,9 პროცენტი, როდესაც ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდა 3,4 პროცენტი იქნება. ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 1,7-ჯერ აღემატება სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს საქართველოს მოქალაქეების 1,7-ჯერ უფრო მაღალი შემოსავლის ზრდის ტემპს, ვიდრე სხვა კანდიდატ ქვეყნებში იქნება, დამატებით შექმნილ სამუშაო ადგილებს საქართველოს ეკონომიკაში და ა.შ.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით, ევროკომისიის შემოდგომის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 1,3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. აღნიშნული პროგნოზი გაზრდილია არამხოლოდ 2025 წლისთვის, არამედ 2026 წლისთვისაც. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მაღალ კონკურენტუნარიანობაზე და იმაზე, რომ საქართველოს მიმართ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები მზარდია, ნდობა საქართველოს მიმართ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ინვესტორებში მაღალია“, - აღნიშნა ცინცაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763476664

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, შესაბამისად, რეიტინგში აღნიშნული მოწინავე ადგილი გასაკვირი არ არის

ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველო საუკეთესო ოცდაათეულში გავიდა, მსოფლიოში არის 29-ე ადგილზე და უსწრებს ევროკავშირისა...

ლევან ჟორჟოლიანი

1763476620

საზოგადოება

წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენის პრინცს და დიდ მაგისტრს რწმუნებათა სიგელები გადასცა

წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენუ...

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩ

1763470370

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. შეხვ...

საქართველოს მთავრობა

1763469170

ახალი ამბები

დაგეგმილი სამუშაოების გამო, თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალი ნაწილის ორ სამოძრაო ზოლში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება....

საავტომობილო მოძრაობა

1763466086

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელში ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც მიმართული იქნება ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის დასჯისკენ

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ქართული საზოგადოების უვიზო მიმოსვლის შეჩერებით შეშინების საფუძველი არ არსებობს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბრიუსელი ყველა მექანიზმსა და ბერკეტს იყენებს, რათა ქართული...

მაკა ბოჭორიშვილი