გიორგი ჭოლაძე გახარიაზე 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით: ის გადაწყვეტილებებს არავის უზიარებდა, თვითონ იღებდა
„სამართლებრივი პრობლემის დანახვა ჩემი შეფასების ნაწილი არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, გახარია, თავად ამბობდა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეო არ ვიცი, რა პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ასე ამბობდა“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი ჭოლაძემ, რომელიც 20 ივნისის საქმეზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მან გაიხსენა ის მოვლენები, რომელთა მოწმეც იგი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობაში გახდა.
„მე ვიყავი იმ ყველაფრის შემსწრე, რაც იქ ხდებოდა. პარლამენტის შენობაში, ზვიად ძიძიგურის იყვნენ ოთახში დეპუტატები, ხალხის მიერ არჩეული სამოქალაქო პირები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ერთი ოთახი იყო იქ მხოლოდ, სადაც იჯდა გერმანიის ელჩიც, დეპუტატები - ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა, მე. და იყო მოსასვენებელი ოთახი, საიდანაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გასცემდა ბრძანებებს. გახარიამ მე პირადად მითხრა, რომ ჩემებმა ამოიყვანესო [გერმანიის ელჩი], რუსთაველზე სეირნობდაო, წარმოუდგენელი ამბავია. მე პირადად ვუთხარი, რომ მისი იქ ყოფნა იყო კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა ჭოლაძემ.
კითხვაზე, პრემიერს შინაგან საქმეთა მინისტრი პოსტფაქტუმ უზიარებდა გადაწყვეტილებებს, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა განაცხადა:
„თუ გულისხმობთ ოპერატიულ ნაწილს, ის არავის უზიარებდა, ის თვითონ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება მესიჯს, რაზედაც პრემიერმა მაშინ განცხადება გააკეთა - ნორმალური პროცესია, როდესაც მინისტრი პრემიერ-მინისტრს ეუბნება, კონკრეტულ შინაარსთან დაკავშირებით რა უნდა ისაუბროს. შესაბამისად, მან უთხრა, ჩვენ არ ვაპირებთ, ამის [აქციის დაშლის] საჭიროება არ არის. პრემიერმა განცხადება გააკეთა - დადგა პრესასთან და უთხრა, ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. რამდენიმე წუთში კი დაიწყო დემონსტრაციის დარბევა“, - აღნიშნა გიორგი ჭოლაძემ.
საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისისა და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
1763476664
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: მთავრობას აქვს უამრავი პროგრამა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, შესაბამისად, რეიტინგში აღნიშნული მოწინავე ადგილი გასაკვირი არ არის
ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველო საუკეთესო ოცდაათეულში გავიდა, მსოფლიოში არის 29-ე ადგილზე და უსწრებს ევროკავშირისა...
1763476620
საზოგადოებაწმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენის პრინცს და დიდ მაგისტრს რწმუნებათა სიგელები გადასცა
წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იერუსალიმის როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა სუვერენუ...
1763470370
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, ჯონათან ასკონასის ხელმძღვანელობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა. შეხვ...
1763469170
ახალი ამბებიდაგეგმილი სამუშაოების გამო, თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალი ნაწილის ორ სამოძრაო ზოლში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება....
1763466086
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელში ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც მიმართული იქნება ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის დასჯისკენ
საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ქართული საზოგადოების უვიზო მიმოსვლის შეჩერებით შეშინების საფუძველი არ არსებობს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბრიუსელი ყველა მექანიზმსა და ბერკეტს იყენებს, რათა ქართული...



























