ვენეციის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია საქართველოში გრძელდება - RIPRENDONO LE ATTIVITA’ SUL CAMPO DELLA MISSIONE ARCHELOGICA IN GEORGIA DELL’UNIVERSITA’ CA’ FOSCARI DI VENEZIA

გრძელდება ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია საქართველოში. - ამის შესახებ ინფორმაციას, იტალიის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
სამუშაო ჯგუფი, პროფესორ ელენა როვას ხელმძღვანელობით აახლებს არქეოლოგიურ საქმიანობას კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. “ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი” (GILAP) ხორციელდება ლაგოდეხის მუზეუმთან თანამშრომლობით (დირექტორი დავით ყვავაძე) და დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. ამ ეტაპზე არქეოლოგიური სამუშაოები ფოკუსირდება ახალ არქეოლოგიურ ადგილზე სახელწოდებით „ჭიაური 1“. ის წარმოადგენს დაბალ ხელოვნურ ბორცვს და მდებარეობს სულ რამდენიმე კილომეტრში წინა არქეოლოგიური ადგილი „წითელი გორები 5“, რომელზედაც არქეოლოგიურმა მისიამ იმუშავა 2018-2021 წლებში.
პირველი შედეგები დამაიმედებელია: რეგიონის არქეოლოგიური ადგილების უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, რომლებმაც მძიმე დარტყმა განიცადეს მექანიზებული სოფლის მეურნეობის განვითარების გამო, ამ ადგილის კონსერვაციის მდგომარეობა კარგია. ზედაპირზე მოპოვებული კერამიკის ნაწილები კვლევის ამ ეტაპზე, რომელიც მეტად გაღრმავებას მოითხოვს, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ქალკოლითური ხანიდან (ძვ. წ. V-IV ათასწლეული) ძვ. წ. I ათასწლეულამდე პერიოდის ნამოსახლარის ნაშთებთან.
კვლევა მიზნად ისახავს ნათელი მოჰფინოს მდინარე ალაზნის ხეობის ღრმა და მომხიბვლელ წარსულს, აღადგინოს ადამიანის განსახლების დინამიკა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ისტორიკოსებისა და არქეოლოგების ცოცხალი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ეს ხომ ცივილიზაციის ჭეშმარიტი აკვანია, სადაც თითოეულ პატარა დეტალს შეუძლია მოახდინოს ადამიანთა ჯგუფების გადაადგილებისა და ტექნიკების ევოლუციის რთული მოზაიკის რეკონსტრუქცია რეგიონში, რომელიც მუდამ იყო ხალხებისა და კულტურების გზაჯვარედინი.
იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლა იორიო შეხვდა პროფესორ როვასა და მის ჯგუფს და წარმატება უსურვა დაგეგმილი ინტენსიური სამუშაოების განხორციელებაში
RIPRENDONO LE ATTIVITA’ SUL CAMPO DELLA MISSIONE ARCHELOGICA IN GEORGIA DELL’UNIVERSITA’ CA’ FOSCARI DI VENEZIA
Il team, guidato dalla Prof.ssa Elena Rova, riprende le attività nella regione orientale di Kakheti, nell’area della Municipalità di Lagodekhi. Il progetto GILAP (“Georgian Italian Lagodekhi Archaeological Project”) sviluppato in collaborazione con il Museo di Lagodekhi (co-direttore Davit Kvavadze) e co-finanziato dal Ministero degli Affari Esteri e della Cooperazione Internazionale, si concentrerà su un nuovo sito di scavi denominato Tchiauri 1.Si tratta di una bassa collina artificiale a pochi chilometri dal precedente sito (Tsiteli Gorebi 5) su cui ha indagato la missione nelle campagne 2018-2021. I primi risultati sono incoraggianti: a differenza della maggior parte dei siti archeologici della regione, che hanno subito pesanti danni a causa dell’introduzione dell’agricoltura meccanizzata, il sito sembra in buone condizioni di conservazione. La ceramica raccolta in superficie fa pensare, in attesa di ulteriori approfondimenti, ai resti di un insediamento occupato dal Calcolitico (V-IV millennio a.C.) e sino al I millennio a.C.Le ricerche mirano a fare ulteriormente luce sul passato, profondo e affascinante, della valle del fiume Alazani, per ricostruire come si è qui evoluta l’occupazione umana, in quel vivace Caucaso meridionale che tanto accende l’interesse degli storici e degli archeologi. Una vera e propria culla di civiltà, in cui ogni piccola tessera può aiutare a ricostruire il complicato mosaico degli spostamenti dei gruppi umani e dell’evoluzione delle tecniche nella regione, da sempre crocevia di popoli e culture.L’incaricato d’affari ad interim dell’Ambasciata, dott. Nicola Iorio, ha ricevuto il team guidato dalla Docente per un “in bocca al lupo” in vista dell’intenso periodo di attività in programma.
Università Ca' Foscari Venezia
Vi può anche interessare:
📌 Khvicha Kvaratskhelia: “Questo mio post è dedicato agli immigrati georgiani“
📌 Khvicha Kvaratskhelia | Fiorentina-Napoli | Il reportage della giornalista georgiana di Firenze
1760463316
ახალი ამბებიალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება
ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...
1760461672
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...
1760459588
მსოფლიოზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...
1760457589
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...
1760457488
საზოგადოებაელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება
საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...