„ვინ იქნებით თქვენ სამშობლოში, როცა დაბრუნდებით? არავინ!! თქვენი შთამომავლები გააცალმტვერებენ ყველაფერს თქვენს შექმნილს“ - თემურ კილაძე

ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს.  რომანს  “ოქროს საწმისი”,  ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გამომცემლობა “albatros“  გამოსცემს. წიგნის გამოცემისთანავე, “ოქროს საწმისი“, მთელი იტალიის ფარგლებში, წიგნების მაღაზიაში  “Messaggerie Libri SpA“ განაწილდება.

ნახეთ, რა რჩევას აძლევს ემიგრანტებს.

„მე ვარ სამყაროს ცენტრი, ჩემს ირგვლივ ბრუნავს დედამიწა!!!

ამ ბოლო დროს ზოგჯერ მეღვიძება ღამით და ვათვალიერებ ჩემთვის უცნობი ემიგრანტების სურათებს, ვეცნობი მათ ოცნებებს, სურვილებს, იქნებ ოდესმე წიგნიც დავწერო, თუმცა წიგნის დაწერას თქვენ გირჩევთ, ერთი წიგნის დაწერა ყველას შეუძლია. ლეონარდ ფრანკის დედამ, რომელიც მთელი ცხოვრება ლოთ ქმარს და ღორებს უვლიდა დაწერა წიგნი თავის ცხოვრებაზე, რომელიც ბესტსელერი გახდა.

მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება ემიგრაციაში ვარ, არასდროს მქონია შეხება ემიგრანტებთან, სულ ვთვლიდი რომ იტალიაში, იტალიელთან უნდა იმეგობრო, ამერიკაში ამერიკელთან, რუსეთში რუსთან, უნდა შეგეძლოს ინტეგრირება იმ სამყაროში სადაც ხარ. ზუსტად რომ ამერიკაში ინტეგრირებულმა იტალიელებმა შეიტანეს ლომის წვლილი იტალიის განვითარებაში, ზუსტად რომ ამერიკაში ინტეგრირებული ირლანდიელები არჩენენ დღემდე ღარიბ და ღატაკ ირლანდიას და ზუსტად რომ მილიონობით გერმანიაში ინტეგრირებულმა თურქმა, მოახდინა უზარმაზარი გავლენა იმაზე რომ, ჩვენი წარმოდგენით ოდესღაც „ბეჩი“ თურქები, ბეჩი კი არა წარმატებულზე წარმატებული ერია.

ყველა წერთ რომ სამშობლო ჩემთვის ყველაფერიაო და ვინ იქნებით თქვენ იმ სამშობლოში როცა არ უნდა დაბრუნდეთ? არავინ!! რაც უფრო გვიან დაბრუნდებით მით უფრო არავინ!!

ასე რომ თქვენ უნდა იყოთ წარმატებულები და ძლიერები, იქ სადაც დღეს ხართ, იქ უნდა შექმნათ თქვენი სამყარო, ჩამოიყვანოთ შვილები და მისცეთ განათლება, აქ იყიდოთ ბინა და არა ბათუმ-თბილისში. რას უზამთ თქვენს კაცებს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ შვილების გადარჩენა, მგონი მხოლოდ ასე შეიძლება! ყველა დანარჩენ შემთხვევაში თქვენი შთამომავლები გააცალმტვერებენ ყველაფერს თქვენს შექმნილს, გაყიდიან სიმწრით ნაყიდ ბინებს თბილისში თუ ბათუმში და მეფე ლირივით გამოგყრიან სიბერეში ქუჩაში და არც კი გაიფიქროთ მე და მეფე ლირის ბედიოოო!!! ალბათ ნაპოლეონიც მასე ფიქრობდა-მე და ჟოზეფინას ღალატიო!

იცით თვითმფრინავში არის კანონად და როცა მივაქციე ყურადღება, ჩემთვის ყველაზე დიდ აღმოჩენად იქცა. თუ თვითმფრინავში „რაზგერმეტიზაცია“ დაიწყო, პირველმა ნიღაბი შენ უნდა დაიბნიო და არა შენს საყვარელ არსებას გვერდით და იცით რატომ?! მერე იქნებ თქვენ ვეღარ მოასწროთ და ის აუცილებლად დაიღუპება უთქვენოდ.

ასე რომ თქვენ უნდა იყოთ სამყაროს ცენტრი, თქვენს ირგვლივ უნდა ბრუნავდეს დედამიწა.“

ასევე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიური წარმატება ქართულად - „უკვე მოვაწერე ხელი კონტრაქტს და ორი წლით „გავიყიდე“ (ექსკლუზივი)

📌 ასეთი იყო სამშობლოსთან შეხვედრა, წასვლიდან ოცი წლის შემდეგ - რატომ ვერაფერს მივაღწიე ამ ქვეყანაში

📌 „ჩვენ, ქართველები, არ ვართ მათხოვრებად და სამათხოვროდ დაბადებულები“ - თემურ კილაძე

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791387329

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.  აღსანი...

ტატო გრიგალაშვილი

1791385727

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...

შალვა პაპუაშვილ

1791384011

ახალი ამბები

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

პროკურატურა პროკურატურა

1791383309

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

1791383197

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...

ნიკოლოზ სამხარაძე