“ვხედავ, რუსეთს ღუპავს ჭკუადაკარგული პრეზიდენტი! ევროპა მას სერიოზულად პასუხობს…” - ლელა კაკულია
ლელა კაკულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"უბრალოდ შესახსენებლად!!!
მცირე ამონარიდები ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან
2008 წელი, 29 აგვისტო
მსოფლიოს სძულს რუსეთი. მისი დაშლა და დასუსტება რომ აუცილებელია, ამას ყველა ხვდება და იწყება ნამდვილი ბრძოლები. ვხედავ, რუსეთი ევროპას ისე გაამწარებს, რომ მკაცრი სანქციები არ ასცდებათ. ცოტა ხანს მოითმინეთ და ყველა იხილავთ ამას.
რუსეთის პრეზიდენტების უტვინო პოლიტიკას, ძალისმიერ პოლიტიკურ თამაშს მომავალში ევროპა-ამერიკა სერიოზულად უპასუხებს. თუმცა ყველაზე დიდი მსაჯული — ეს კოსმოსია და ისე დაისჯება რუსეთი თავისი უტვინობის გამო, რომ ამის აღწერა შეუძლებელია.
რუსეთს ჯოჯოხეთის ცეცხლში გაატარებს უფალი და ყველა ქმედებაზე პასუხს მოსთხოვს კოსმოსი. მათ დაარღვიეს ბალანსი კოსმიურ ზოლში და ყველა იხილავს ამის პასუხს.
2008 წელი, 10 სექტემბერი
რუსეთის ცინიზმი, ირონია, თავხედობა დიდხანს არ გასტანს. „როგორ ბედავს ევროპა, გვიკარნახოს და გვიბრძანოს რამე დიდ რუსეთს?!“ — კივის პრეზიდენტი. ამას ისე გარკვევით ვხედავ, რომ გავოგნდი. ასეთი ამბიციური და ჭკუადაკარგული პრეზიდენტი, ზუსტად ვიცი, რომ რუსეთს დაღუპავს. დიახ, მარტივ მამრავლებად დააქუცმაცებს.
„რუსეთის ქმედებები ზღვარს გადაცილდა“, — აცხადებს გამწარებული ევროპა. — „საჭიროა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რათა რუსეთს ჭკუა ვასწავლოთ“.
ვხედავ, ამას ევროპა დიდი სიამოვნებით გააკეთებს. ენერგორესურსებით ვაჭრობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სანქციები მოუტანს რუსეთს. ის მძლავრ დარტყმას მიიღებს.
იწვის, ვხედავ, ჩრდილოეთი. ამას „დიდი რუსეთი“ ვერ შეაჩერებს. ვხედავ, იგი მომავალში „ტიტანიკივით“ ჩაიძირება.
რუსეთი დასავლეთს სძულს და არც აზიას სჭირდება. ამერიკა საერთოდ არც ენდობოდა რუსეთს.
დღეს ყველაფერი ნათელია. რუსეთის იმიჯი მსოფლიოში ნულის ტოლია. მათ არავინ ენდობა, არავის სურს რუსეთთან თანამშრომლობა. მსოფლიო ზურგს შეაქცევს რუსეთს, არაფერს დაუთმობს.
2008 წელი, 22 ნოემბერი
ევროპას ომისა ეშინია რუსეთთან, ცივი ომისა. მაგრამ იმ ცვლილებებს, რომლებიც დედამიწაზე ხდება, ევროპა არ უნდა ჩამორჩეს. ისინი სუფთა ხელებით ვერ გამოძვრებიან, ვხედავ, და ევროპა სანქციებს — მკაცრ სანქციებს, რუსეთის მიმართ მაინც გაატარებს.
ევროპას რა შიშიც აქვს, კარგად იცის რუსეთმა და მათ თავხედობას საზღვარი არ ექნება. ამას დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალ-ყურს. ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი ევროპის სხვა ქვეყნები კარგად იცნობენ რუსებს და ამიტომ დასავლეთს წინ აღუდგებიან რუსეთთან ვითომ დადებითი ურთიერთობების დარეგულირებაში. რატომ? რუსეთი სანდო პარტნიორი არ არის! ეს ასეა ასი პროცენტით.
(გაგრძელება იქნება)
1791569517
ახალი ამბებიილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...





























