ვზივარ ახლა გულაჩუყებული და ბედნიერებისგან ვტირი - ტორესა მოსი

მწერალი ტორესა მოსი ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„დღეს ემოციებით დატვირთული დღე მქონდა. სასამართლოში ვიყავი და ეს ამბავი მაშინ გავიგე, როცა მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად იყო გასული.

ჰოდა, ისე გამიხარდა, რომ გავიფიქრე და მგონი ხმამაღლაც ვთქვი, ახლა თუ გინდათ დამაპატიმრეთ-მეთქი. საბოლოოდ 3000 ლარიანი ჯარიმა დავიმსახურე. ლურჯაც ბოლოს და ბოლოს დაგვიბრუნდა და რენემაც უკვე იმგზავრა თავისი მონატრებული ლურჯათი.

ასე დამთავრდა ცუდი ამბები, მკითხველის სიყვარულმა გადატეხა ყველაფერი და ახლა უბედნიერესი ვარ. ასმაგად მიხარია, რომ ახალგაზრდებისთვის დაწერილი რომანი, მისმა მთავარმა მკითხველებმა შეიყვარეს.

სხვანაირად არ იქნებოდა ეს ყველაფერი. მადლობა ყველას, სოლიდარობისთვის, მხარდაჭერისთვის, ზრუნვისთვის, სიყვარულისთვის. თქვენ გარეშე გაუსაძლისი იქნებოდა ცხოვრება.

ვზივარ ახლა გულაჩუყებული და ბედნიერებისგან ვტირი“, - წერს ტორესა მოსი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ტორესა მოსი 12 ნოემბერს დააკავეს, როცა "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა 6 სხვადასხვა ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან აქციები გამართეს და მანქანებით შესასვლელი ჩახერგეს. 

ასევე საინტერესოა:

🔵 ემიგრანტი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა

🔵 ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ? თუ ოფისი უკვე სავსეა მოშიმშილეებით? - ვახტანგ მეგრელიშვილი

🔵  ჟურნალისტები ამბობენ, რომ პოლიციაში სცემეს - მედია კოალიცია სათანადო რეაგირებას ითხოვს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე