"ზედამხედველობის სამსახურმა არც აცია, არც აცხელა და 2000 ლარიანი ჯარიმის ოქმზე ხელმოწერა მთხოვა...პუტინმა მოგიწეროთ ხელი" - ზუგდიდში "დროა"-ს აქტივისტმა გუბერნიის შენობას პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი შეასხა

სამოქალაქო მოძრაობა "დროას" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შესასვლელ მინის კარებს წითელი საღებავი შეასხა.

როგორც სიჭინავამ განაცხადა, მან ამ ფორმით საქართველოს მთავრობის მიმართ, ბუჩასთან მიმართებით საქართველოს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო პროტესტი ამ ფორმით გამოხატა.

მოგვიანებით კი სიჭინავამ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა.

"ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არც აცია, არც აცხელა და 2000 ლარიანი ჯარიმის ოქმზე ხელმოწერა მთხოვა.  

პუტინმა მოგიწეროთ ხელი", - წერს სიჭინავა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც, ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე, გაივლის.

რაზედაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.

სხვა სიახლეები:

🔵 "აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები ახლა ყველაზე მეტს უნდა აქტიურობდეთ! თქვენ ნახევარ მილიონზე მეტნი ხართ!"

🔵 "ბუჩადან მოხდა ყალბი ვიდეოკადრების ინსცენირება ქუჩებში, რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად" - სერგეი ლავროვი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე