ზელენსკი დღევანდელი სამყაროს მთავარი გმირია - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს, რომ ბლიცკრიგი ჩაიშალა.

„რუსეთის მთავარი გათვლა იყო იმაზე, რომ პირველი დარტყმით გამოწვეული შოკის შემდეგ გარკვეულ ქალაქებში მოახერხებდა კოლაბორაციული კერების შექმნას და მცირე სისხლით  წინსვლას.

ამის ნაცვლად მიიღო ვითარება, როდესაც უკრაინული არმია და ხალხი ერთიანია და იბრძვის ყველა ქალაქისა, თუ სოფლისთვის.

ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება მრავალმილიონიანი, დიდ ფართობზე გადაჭიმული ქვეყნის ოკუპაცია და მით უმეტეს გაკონტროლება.

უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ ბლიცკრიგი ჩაიშალა.

ახლა რუსეთს სამხედრო ამოცანის შესრულება შეუძლია მხოლოდ დიდი მსხვერპლით, რის შედეგადაც ის ყველა შემთხვევაში წაგებულია პოლიტიკური და ისტორიული გაგებით.

ზელენსკი, რომელიც გახდა ამ უპრეცედენტო ერთიანობის, მხნეობის და სიმამაცის სიმბოლო დღევანდელი სამყაროს მთავარი გმირია.

როდესაც ასეთი ადამიანი ამბობს, რომ ქართველი ხალხი უკეთესია, ვიდრე მისი მთავრობა, ერთის მხრივ მეამაყება, მეორე მხრივ კი მრცხვენია…“,-წერს, გია ხუხაშვილი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა - პესკოვი

🔵„ბოროტებაზე გამარჯვების სუნი პირველად დადგა, მალე ვიზეიმებთ სულ სხვა მსოფლიოს“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵უკრაინაში ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონი იქმნება - ზელენსკი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791569517

ახალი ამბები

ილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“

მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...

ილია სულამანიძე

1791568437

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....

მარკო რუბიო

1791566153

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...

ანალიტიკოსი

1791564647

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...

კულტურის მინისტრი

1791562924

ახალი ამბები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...

საქართველოს ვიცე-პრემიერი