„ჟურნალისტები ომს გამოუცხადებენ მთავრობას - ისინი გარეთ გამოდიან“ - რას წერს ლელა კაკულია

ინტერვიუ  არქივიდან: ერიდეთ ჰოროსკოპებით ცხოვრებას, თორემ დიდ დარტყმებსა და ტრავმებს ვერ ასცდებით!

ინტერვიუ არქივიდან: გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №8, 2007 წელი, იანვარი

„ — ქალბატონო ლელა, თქვენს ჩანაწერებში სხვადასხვა რიცხვით დათარიღებული მრავალი წინასწარმეტყველებაა დაფიქსირებული, სადაც ქართული საგაზეთო თუ ტელემედიის მომავალზე საუბრობთ.

2000 წლის 8 ივლისს წერთ, რომ ბევრი გაზეთი დაიხურება;

2001 წლის 30 აგვისტო: „საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყება მასობრივი ცვლა, ანუ დაშლა. ტელევიზიის შეფისთვის ეს საბედისწერო, დიდი დარტყმა იქნება. ვისთვისაც იღვწის და ვისი იმედიც აქვს, ისინი უღალატებენ. დიდი ქაოსი და შეჯახებები იქნება არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ მთავრობაშიც... ყველაფერი იშლება. მოდის ახალი და არავინ იცის რა. ვხედავ, ბევრ მუშაკს დაითხოვენ, გაყრიან... სულ სხვა ხალხი ეპატრონება ტელევიზიას“;

2004 წლის 26 ოქტომბერი: „დაიწყება ჟურნალისტთა გამოსვლები“;

2005 წლის 9 იანვარი: „ჟურნალისტები ომს გამოუცხადებენ მთავრობას — ისინი გარეთ გამოდიან“;

2005 წლის 13 იანვარი: „ხალხი მედიას უარყოფს, რადგან მათ აღარ სჯერათ მოწოდებული ინფორმაციებისა. დგება დრო, როცა დიდი გაზეთები დაიხურება. რატომ? იმიტომ, რომ ხალხს აღარ აინტერესებს ტყუილებით სავსე, შეკვეთილი ინფორმაცია; აღარც ტელევიზორს უყურებენ! ჟურნალისტებს და ტელევიზიებს ისეთი დარტყმა აწერიათ ბედისწერაზე, რომ მტრის კარს...“

  — და განა სწორედ ასე არ მოხდა? საქართველოს ყოფილ სახელმწიფო ტელევიზიაში მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო; ტელეარხების დახურვის მომსწრენიც გავხდით და ზოგიერთი გაზეთის გამოცემის შეჩერებისაც; ზედმეტად გაიზარდა ჟურნალისტთა თვითცენზურის ხარისხი, ხოლო ის, რომ ხალხს მედიის აღარ სჯერა, ყოველ წუთს შეგიძლიათ მოისმინოთ.

  — გასულ თვეში მასმედიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი აჟიოტაჟის მომსწრენი გავხდით, რომელიც ჟურნალისტთა ქცევის კოდექსის წარდგენას მოჰყვა. დოკუმენტს უარყოფითად შეხვდა თავად ჟურნალისტთა კორპუსი, საზოგადოება და ოპოზიცია. საბოლოოდ, ბევრი ხმაურის შემდეგ, კოდექსის განხილვა - მიღება გადაიდო...

  — გადაიდო იმიტომ, რომ ახლა ქვეყანაში ისეთი ტიპის პრობლემებია დაგროვილი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ შედგენილი კოდექსის მიღებით ჟურნალისტების გაღიზიანება კიდევ უფრო გაამწვავებდა სიტუაციას, რაც ძალიან არ აწყობს ხელისუფლებას.

მაგრამ ეს ვითარებას არ შეცვლის, წინასწარმეტყველება აუცილებლად ასრულდება და სამწუხაროდ, ჟურნალისტებს მართლაც ელით დიდი დარტყმა.

თუმცა, საბოლოოდ დარტყმა არც თავად „თავისუფლების ინსტიტუტს“ ასცდება. ეს ორგანიზაცია ძალას დაკარგავს, ანუ დაიხურება. საოცარ რამეებს იტყვიან ამ ინსტიტუტზე. მის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წევრს მძიმე დღე ელის — ლამის ფსიქიკურად შეირყევა, ისეთ სიტუაციას შეუქმნიან.

  — კვლავ მწვავედ დგას ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი. მართალია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გვამშვიდებს, ყველაფერი მოგვარებულიაო, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავს ვერ ვიზღვევთ. ამის მაგალითია ავარია აზერბაიჯანულ გაზსადენზე. ამბობენ, რომ ეს უბრალო ტექნიკური გაუმართაობაა.

  — არავითარი ტექნიკური გაუმართაობა! რუსეთს კი არ სძინავს, გეგმაზომიერად ახორციელებს შეტევას საქართველოზე. ესეც მათი მოწყობილია. თუმცა ყველა მცდელობა ჩაეფუშებათ — ვერ ეღირსებიან ჩვენს დაჩოქებას!

  — აზერბაიჯანმა გაზით მომარაგების გარდა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მითვისების მცდელობით.

  — რამდენიც უნდა იყვირონ ბახრამოვებმა და მისმა მსგავსებმა (საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრები და შეხედულებები) დავით გარეჯი საქართველოსია, იქ ქართული სული ტრიალებს და ვერავითარი ძალა ვერ წაგვართმევს მას. ის კი არა, მომავალში კახს, ნუხსა და საინგილოსაც დავიბრუნებთ უფლის ნებით!

  — ორიოდე კვირის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ქართველებმა მიტინგი გამართეს და სოფელ ქვემო ბარღების გამგებლის გათავისუფლება მოითხოვეს...

  — ეგ გამგებელი დასაჭერი იყო და ძალიან სამართლიანად დაიჭირეს ქართველმა სამართალდაცავებმა. რაც შეეხება მიტინგს, მუქარით და იძულებით მოწყობილი იყო და არა ნებით. ასე რომ, აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებზე გული ნუ გაგიტყდებათ; მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ...

  — ქალბატონო ლელა, ასტროლოგიას უარყოფთ?

  — მე ვაღიარებ ასტროლოგიას როგორც მეცნიერებას, მაგრამ ჰოროსკოპებით გატაცება არასერიოზულია — ეს გასართობი პროგრამაა და ხალხი მალე მიხვდება ამას.

თუმცა მანამდე მინდა გაგაფრთხილოთ: ერიდეთ ჰოროსკოპებით ცხოვრებას და გზის კვლევას, თორემ დიდ დარტყმებს და ტრავმებს ვერ ასცდებით.

  — დაბოლოს, მიულოცეთ ახალი წელი და დალოცეთ თქვენ საქართველო, თქვენი ხალხი.

— მივმართავ ჩემს ქართველებს! ჩემს უძვირფასეს ქვეყანას, ჩემს უსაყვარლეს ხალხს ვულოცავ შობა-ახალ წელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიუხვეს, რწმენაში გაძლიერებას ვუსურვებ.

არ დაკარგოთ იმედი!

უფალმა ოცი წლის წინ დამანახვა საქართველოს აღზევება და გაბრწყინება. იცოდეთ, რომ ყოველივე ქართული კოსმიურ ველში დაცულია უფლისგან და არ არსებობს ძალა, რომელიც გაარღვევს ამ ჩაკეტილ წრეს.

მიხარია, რომ მომავალში ვხედავ გაბრწყინებულ, გალაღებულ და გახარებულ სახეებს ქართველთა!

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა; სოჭი საქართველოა; კახი, ნუხი და საინგილოც საქართველოა და მიხარია, რომ ვხედავ საქართველოს საზღვრებს გამთლიანებულს და გაერთიანებულს. ამინ!!!“- წერს ლელა კაკულია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 14 თვე კარანტინში: კაცმა კორონავირუსის 78 ტესტი გაიკეთა და ყველა დადებითია

🔵 მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - 32 წლის კაპრალი ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს

🔵 „ვისოლი“: ბენზინის ფასის ზრდა გარდაუვალია - რა ეღირება ორ კვირაში ერთი ლიტრი საწვავი?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება