ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი - BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს - ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში

 ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი თავის ბლოგში „არსენალი“ BBC-ის გამოძიებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, თუ რამდენად საფუძვლიანია „ბი-ბი-სი-ს“ ბრალდება, თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების თაობაზე და მნიშვნელოვან გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას.

ალადაშვილი BBC-ის ჟურნალისტების ნათქვამს ციტირებს, რომ ტრიქლორეთილენი არის „გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს“.

ჟურნალისტი ადასტურებს, რომ ის მართლაც არის კარგი გამხსნელი, „ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში!“

„ბრიტანულმა BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს-მ ბოლო წლებში მიტინგების დაშლისას თითქოს გამოიყენა ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური იარაღის სახით ხმარობდნენ...

BBC-ის ცნობით, ესაუბრნენ World Service-ის ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ (Camite) უწოდეს“.

„კამიტი“ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იანი წლებიდან აღარ იყენებდნენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით - რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ“, - წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. BBC წერს, რომ UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

„UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილციანიდი, ასევე, ცნობილი როგორც კამიტი, რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად.

რაც შეეხება BBC-ის მხრიდან მტკიცებას, რომ დემონსტრანტების დასაშლელად წყალმტყორცნი მანქანების ავზებში წყალთან შერეული იქნა „ქიმიური სითხე UN1710“ - ტრიქლორეთილენი და „ქიმიური ფხვნილი UN3439“- ბრომბენზილციანიდი…

BBC-ის ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის „გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს“.

ტრიქლორეთილენი - C2HCl3 მართლაც არის კარგი გამხსნელი (მას ადრე ნარკოზადაც კი გამოიყენებდნენ), ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში!

„კამიტად“ მოხსენიებული ბრომბენზილციანიდი -C6H5CHBrCN, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარების მიერ იქნა გამოყენებული, კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ, ასევე, მცირედ იხსნება წყალში...

ამასთან, ბრომბენზილციანიდი „ჭამს“ ლითონს და ამიტომაც მას მინის ან ფაიფურის ჭურჭელში თუ ინახავენ, შესაბამისად, ამ ნივთიერებას შეეძლო წყალმტყორცნი მანქანების ლითონისგან დამზადებული ავზების დაზიანებაც...“, - ვკითხულობთ სტატიაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784311658

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ

საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად ი...

ლევან მაჭავარიანი

1784310128

ახალი ამბები

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა

1784309067

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...

ზაალ მიქელაძე

1784306764

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, იმდენად არასერიოზული დაჯგუფებაა, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებენ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით საქართველოში არეულობის შემოტანას

„ეს არის მილევად რეჟიმში, სიკვდილის პირას მისული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. თავდაც...

თენგიზ შარმანაშვილი

1784305416

მსოფლიო

მექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება

მექსიკის სამხრეთ შტატ ჩიაპასის სანაპიროსთან ახლოს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. როგორც მედია წერს, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ გვატემალასა და ელ-სალვადორშიც, სა...

ააა