"44 წლის მანძილზე ილია მეორემ მაქსიმალურად იზრუნა, რომ არავინ ღირსეული საპატრიარქო კაცი არ ყოფილიყო სინოდში, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა მას" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
"დღევანდელ სინოდში მართლაც დიდი დეფიციტია ღირსეულობისა და ღირსების.
44 წლის მანძილზე ილია მეორემ მაქსიმალურად იზრუნა, რომ არავინ ღირსეული საპატრიარქო კაცი არ ყოფილიყო სინოდში, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა მას;
ერთი ეპისკოპოსი არ გვყავს, რომელშიც კრისტალური წარსული და აწმყო, დიდი განათლება, კეთილშობილება, გაბედულება და ადმინისტრირების ნიჭი თავმოყრილი იქნებოდა ერთად.
რადგან სხვანაირად კარგი პატრიარქი და მწყემსი კეთილი ვერ იქნები.
სიმპტომატურია, რომ პირველი ორი კაცი ვინც გაპატრიარქებისთანავე, 1978 წლის დასაწყისში ეპისკოპოსებად აკურთხა, 5 წლის შემდგომ იძულებული გახდა (აიძულა დიდი ბრძოლით მიტროპოლიტმა შიო ავალიშვილმა) განეკვეთა ხარისხებიდან მათი აღვირახსნილი მამათმავლობის გამო.
ბოლომდე ხელს აფარებდა მათ, მაგრამ როცა ერთი მათგანი პედოფილიის გამო მილიციამ დაიჭირა, უკვე ვეღარ შეძლო მათი ლობირება.
ესენი იყვნენ ცხუმ-აფხაზეთელი, შემდგომ ქუთათელ-გენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე და ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იოანე ანანიაშვილი.
პედოფილმა ჭყონდიდელმა ციხე მოიხადა.
ეს იოანე ანანიაშვილი ჰყავდა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარედ ილია შიოლაშვილს 1977 წლის 23 დეკემბრის საეკლესიო კრებაზე, მისი ნარნარა და წკრიალა ხმამ და "წმინდა" პირმა ამცნო საქართველოს მოსკოვში გამოზრდილი ვლადიკავკაზელი ილია შიოლაშვილის პატრიარქად არჩევა",- წერს მამა ილია ჭიღლაძე ფეისბუკში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































