"ახლა გვაქვს ძალიან მარტივი მოცემულობა - ან ვცდილობთ დასავლეთთან ინტეგრირებას, ან ვრჩებით რუსეთის იმპერიის ნანგრევებში" - მამუკა ღლონტი

"მაგმა"-ს დამფუძნებელი მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს:

"ძალიან ხშირად ავიწყდება ბევრს, ან ვერ აცნობიერებს ამ საკითხის მნიშვნელობას, ამიტომ ვეცდები კიდევ ვთქვა, მაქსიმალურად გასაგებად, პოსტულატების სახით (თუ გაიგეთ ნააზრევი, მაქსიმალურად გააზიარეთ, რომ ბევრმა ნახოს):

🔥 არასოდეს, კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა დრო, როცა გლობალურ დონეზე (და ადამიანურ დონეზე) ცალსახა სიკეთე დაპირისპირებოდა ცალსახა ბოროტებას.

ნებისმიერი დიდი იმპერია თუ გაერთიანება დამპყრობლურ პოლიტიკას აწარმოებდა, ღიად ან ფარულად.

🔥 არასოდეს კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა დრო, რომ მასობრივ დონეზე ადამიანების ფიქსაცია ცხოველურ დონეს გასცდენოდა (უსაფრთხოება, დომინირება, ძალაუფლება).

🔥 დაპირისპირების მთავარი ბირთვი ყოველთვის ზემოთნახსენებ წრეში ტრიალებდა (უსაფრთხოება, დომინირება, ძალაუფლება).

🔥 არასოდეს კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა დრო, როცა მასობრივ დონეზე რეალურ იდეოლოგიებს შორის ყოფილიყოს ომები.

იდეოლოგიებს, პირველ რიგში რელიგიურს იყენებდნენ ფარად, იარაღად ზემოთნახსენები მოტივის შესაფუთად (უსაფრთხოება, დომინირება, ძალაუფლება).

🔥 ნებისმიერი იმპერია ცდილობს გარკვეული მითები და იდეოლოგია მანიპულაციის მიზნით გამოიყენოს. თანაც საერთოდ არაა აუცილებელი, რომ ეს განზრახ ხდებოდეს.

უბრალოდ თავად სემანტიკური წრედის (იდეები, სიმბოლოები, აზროვნება, როგორც ასეთი) ბუნებაა ასეთი - იგი მეძავს ჰგავს, რომელიც ძალიან ადვილად უწვება გაცილებით უფრო ძველ წრედებს (უსაფრთხოება, დომინირება, ძალაუფლება).

🔥 დღეს რუსეთის იმპერია ფარად იყენებს მართლმადიდებლობას, და ღრმა იდეოლოგიურ ნარატივებში (დუგინს თუ მოუსმენთ მიხვდებით) რუსეთს განიხილავს, როგორც შემაკავებელ ძალას ანტიქრისტეს წინააღმდეგ, ანუ თუ რუსეთი დამარცხდება, ამის მერე ანტიქრისტე მოვა, დაახლოებით ეს იდეოლოგია აქვთ ძალიან ღრმა ფენებში, შესაბამისად ყველა მკვლელობას და ომს გაამართლებენ, ამ "მისიას" ამოფარებულები.

🔥 სასაცილო ისაა, რომ თავად ეს მითოლოგია, სწორედ მათი შექმნილია, ვისაც ისინი ასე თავგამოდებით უპირისპირდებიან, ანუ ძველი ებრაული თემის.

აქ საუბარი არ მაქვს ანტიქრისტეზე, როგორც სიმბოლოზე, რომლის ინტერპრეტაციაც ძალიან ბევრნაირად შეიძლება. აქ საუბარია თავად იმ მითზე, რომ ვიღაც ერთი პიროვნება მოვა და მსოფლიოს დაეპატრონება.

ანუ თუ ამ ლოგიკას გავყვებით, რუსეთი სწორედ მათივე მტრების თამაშს თამაშობს, ოღონდ ბრმად და გაუცნობიერებლად, რადგან მითის პირობებს თუ ასრულებ, ე.ი. ანხორციელებ კიდეც მას (ქანქარების კანონი).

🔥 იდეოლოგიების ომში რეალურად ებრაული იდეოლოგია დომინირებს მსოფლიოში, და ეს ფაქტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალურად იდეოლოგიები ფარებია და შირმებია ცხოველური წრედების ომებში (უსაფრთხოება, დომინირება, ძალაუფლება).

🔥 სინამდვილეში ხდება შემდეგი: კაცობრიობის ის ნაწილი (დასავლეთი), რომელიც შედარებით მიუახლოვდა ადამიანურ დონეს, თუნდაც იმით, რომ ღიად და აშკარად აგრესიას ერიდება, გარკვეული ნორმები აქვს, რომლის დარღვევა რეპუტაციას შეულახავს, და მარტივად რომ ვთქვათ უფრო ჭკვიანი და ჰუმანური ცხოველია, დაუპირისპირდა მოძველებულ აგრესიულ მანქანას (რუსეთს), ცხოველს, რომელიც უბრალოდ დროს ვერ ეწევა და ადამიანურ დონემდე განვითარების შანსი პრაქტიკულად დაკარგა და ამ ყველაფრის სამამულო ომად ქცევა სურს.

🔥 ამ საინფორმაციო ომში დაუშვებელია ახლა დასავლეთის ბოროტებებზე საუბარი, ძალიან მარტივი მიზეზით: თუ ორ ცუდს შორის დასავლეთს ვირჩევთ (რადგან ნეიტრალიტეტის შანსიც კი არ გვაქვს ამ ეტაპზე), შესაბამისად ყოველგვარი საჯარო რიტორიკა, პოსტები და ა.შ. იმაზე უნდა იყოს მიმართული, რომ რუსული პროპაგანდის წისქვილზე წყალი არ დავასხათ.

🔥 შესაბამისად, ყოველგვარი საჯარო საუბარი (ამ მოცემულობით) დასავლეთის მინუსებზე, ზელენსკის ლანძღვა, მისი დადანაშაულება ხალხის ამოხოცვაში, არის ელემენტარული სიბეცე და ისევ და ისევ რუსულ პროპაგანდას ეხმარება.

🔥 ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში ვართ, და გვაქვს მცირე, მაგრამ რეალური შანსი, რომ დასავლეთმა თავისკენ გადაგვითრიოს. ამიტომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნით და კარგად ვაკონტროლოთ ჩვენი პოსტები.

🔥 როცა ყველაფერი დასრულდება, მერე შეგვიძლია გავაანალიზოთ ყველაფერი და ვისაუბროთ ყოველი მხარის მინუსებზე, მაგრამ ახლა ამის დრო არაა.

ახლა გვაქვს ძალიან მარტივი მოცემულობა.

ან ვცდილობთ დასავლეთთან ინტეგრირებას, ან ვრჩებით რუსეთის იმპერიის ნანგრევებში.

🔥 პირველ რიგში ეს ეხება ჩემს მეგობრებს, რომლებიც კარგად ვერ აცნობიერებენ რომ დროში ადეკვატური მოქმედებაა საჭირო, და პირველ რიგში საინფორმაციო ომი გვაქვს მოსაგები (რომელსაც რეალურად თანდათან ვაგებთ, რადგან რუსეთის მთავარი იდეოლოგია ეკლესიასთანაა გადაწნული და ეს ღრმა არაცნობიერ დონეზე მასიურად მუშაობს, და კიდევ ბევრი ფაქტორის გამოც).

მარტივად ვეცადე და მგონი მაინც რთულად გამომივიდა.

არ გამოდის რთულის მარტივად ახსნა.

ნიუანსებზე და დეტალებზე ნუ გამომეკიდებით, ამ პოსტის არსთან თუ გაქვთ რამე საწინააღმდეგო, შეგვიძლია ვიკამათოთ.

მადლობა ყურადღებისთვის!",- წერს ღლონტი.

სხვა სიახლეები:

📍„ჩვენი ბრონეჟილეტები ლვოვში დავტოვეთ და თალაკვაძეს, კობახიძეს, მდინარაძეს, ხუნდაძეს ჩააცვით“- ირაკლი ოქრუაშვილი

📍რუს მოხუცს, რომელმაც უკრაინაში პუტინის აგრესია გააპროტესტა, მილანის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

📍"41 წლის წინანდელი სიხარულითა და დედა ენის სიყვარულით, გილოცავთ დღევანდელ დღეს!" - თეა წულუკიანი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787329801

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის, ესენი არიან ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები

„ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები...

თენგიზ შარმანაშვილი

1787327140

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაა...

პროკურატურა

1787325239

ახალი ამბები

ჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ „მაშა და დათვის“ აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ-ლიბერალ-ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ

„რატომ იყო ზელენსკიმდელი ბავშვი პუტინისტი? იმიტომ, რომ იგი უყურებდა „მაშა და დათვს“. ჰოდა, ზელენსკიმ დაასანქცირა „მაშა და დათვი“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. მისივე თქმით, „მაშა და დათვის“ აკრძ...

ჯაბა ხუბუა

1787324565

ახალი ამბები

მარიამ ქებურია: საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ, ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, 2026-27 სასწავლო წლისთვის...

მარიამ ქებურია

1787322152

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: თურმე, სცოდნიათ მშვენივრად, რეალობა რა იყო - სცოდნიათ, რომ გვარამია ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან გასვრილი. „ჩვენ ხომ ვამბობდით არა, რომ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ამ აგენტურას ჰქონდ...

ირაკლი ზარქუა