„ბავშვები, რომელთაც საჩუქრების ნაცვლად პამპერსები, მალამოები და სველი ხელსახოცები სჭირდებათ“ - ნინი მთვარაძე ანგარიშის ნომერს აქვეყნებს

ჟურნალისტი, საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელი ნინი მთვარაძე, რომელიც თავისი შვილის, 8 წლის დემეს გადარჩენისთვის იბრძოდა და სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში დამარცხდა სხვა პატარების გადასარჩენად ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული. 

„დეკემბერში ყველა საახალწლო სამზადისში ვართ. უკვე 3 წელია, რაც ჩემთვის ეს პერიოდი ყველაზე სევდიანია.

დემე დეკემბერში გაფრინდა. პარალელურად, საახალწლო ჟრიამული ყოველთვის ბედნიერ მოგონებებს აღვიძებს ადამიანებზე, ვინც გვერდით აღარ გვყავს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის?

მე სულ მგონია, რომ მხოლოდ სიკეთე გვაგრძნობინებს თავს უკეთ და წელს მინდა, იმ ბავშვებს დავეხმაროთ, რომლებიც პალიატიურ მზრუნველობაზე არიან, ბავშვთა ჰოსპისში.

ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა/Firefly -ში 8 ბავშვი ცხოვრობს. დღის ცენტრში 4 ბენეფიციარია და დამხმარეები ბინაზე დადიან თვეში 65 ბავშვთან.

ესენი არიან ბავშვები, რომელთაც საჩუქრების ნაცვლად პამპერსები, მალამოები და სველი ხელსახოცები სჭირდებათ. ხომ დაუჯერებელია? მაგრამ ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის წინაშეც ხშირად უხილავ კედელს ვიშენებთ საახალწლო განწყობის შენარჩუნების მიზნით.

მე ვიქნები წელს თქვენთვის ეს კედელი და მათი ყოველდღიურობის უმძიმეს დეტალებს არ მოვიტან თქვენამდე, უბრალოდ თუ სურვილი გაქვთ, თქვენს სიკეთეს და კეთილ სურვილებს მივიტან მათთან ახალ წელს.

P.S. ქვევით დავდებ მათ მიერ მოწოდებულ საჭიროებების სიას. დახმარების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თავად იყიდოთ ნებისმიერი საჭირო ნივთი და მომაწოდოთ, ან თანხა ჩარიცხოთ. სიკეთე დავიბედოთ 💫

#GE44TB7055336010100076

დემეს და ნენეს დედა - სამუდამოდ

➡️დიდების პამპერსი (ტენას ფირმის) s, m, l
➡️დამატენიანებელი კრემი ბავშვებისთვის - ტოპი კრემი
➡️სველი ხელსაწმენდები, ფენი
➡️ბლენდერი, ძლიერი
➡️უთო
➡️ჟანეს შპრიცები 60-ანი“, - წერს ნინი მთვარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი 17 დეკემბრისთვის

🔵 ქუთაისში, მთვრალმა კაცმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა - ადვოკატი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782150289

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე ისაუბრა. როგორც კი...

 ირაკლი კირცხალია

1782147766

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: 26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება

26 ივნისს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1782146449

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები ცილისწამებისგან დაცული იყოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას პირადი შეურაცხყოფა არ აწუხებს, თუმცა სურს, კანონში ცვლილება შეიტანოს, რათა სახელმწიფო ინსტიტუტები და სამთავრობო უწყებები ცილისწამებისგან დაცული იყ...

ფრიდრიხ მერცი

1782143493

მსოფლიო

ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების დროს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავშირებით „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ 21 ივნისს ბურგენშტოკში ირანთან გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავ...

ჯეი დი ვენსი

1782140006

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელე...

საქართველოს პარლამენტის დელეგაცი