"ფრთხილად, მანიაკია! ერთი ასეთი მანიაკის შესახებ მინდა მოგიყვეთ" - ვიზე წერს მაია ორჯონიკიძე?
მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ფრთხილად, მანიაკია!
ფეისბუკზეც, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში არსებობენ მანიაკები. ზოგი უბრალოდ თავისთვის მანიაკობს-პოსტავს სისულელეებს და დიდ ზიანს ვერავის აყენებს. მაგრამ არსებობენ მანიაკი თაღლითები, რომლებსაც ფინანსური მოტივი ამოძრავებს და ხშირად მათ მიმართ გაღებული თანხა სიკეთეს კი არა, ბოროტებას ხმარდება შემომწირველებისგან ფარულად.
ერთი ასეთი მანიაკის შესახებ მინდა მოგიყვეთ-ვინმე მაია სპანდერაშვილზე,რომელიც ფეისბუკზე საცხოვრებელ ადგილად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუთითებს, სინამდვილეში კი სოფელ წნორში ცხოვრობს. ეს მაია სპანდერაშვილი წლების მანძილზე სპეკულირებდა საწყალ მიუსაფარ ძაღლებზე, მუდმივად ითხოვდა ფეისბუკზე ფინანსურ დახმარებას, რათა მისი თქმით ქუჩიდან შეფარებული ძაღლებისა და კატებისთვის საკვები შეეძინა.
ხალხიც ურიცხავდა თანხებს-ვისაც რამდენი შეეძლო იქამდე, სანამ ორიოდე წლის წინ ამ თაღლითი ქალის ბინძური საქმეები არ გამოაშკარავდა:ძაღლების ცნობილი ახალგაზრდა მოყვარული და ქომაგი ტასო ლოსაბერიძე წნორში ესტუმრა, სადაც საზარელი მდგომარეობა დახვდა-ენით აუწერელ სიბინძურესა და ექსკრემენტებში ამოგანგლული, ნახევრად ჩონჩხებად ქცეული უამრავი ერთ სივრცეში გამოკეტილი ძაღლი! ცხოველთა მოყვარულმა ტასო ლოსაბერიძემ მაია სპანდერაშვილს სახლის ჩვენება და ცხოველების მდგომარეობის შემოწმება მოსთხოვა, რასაც სპანდერაშვილის მხრიდან მოყვა ქუჩური ლანძღვა-გინება და ტასოს თმებით თრევა(!). ისიც აშკარაა, რომ ამ ვინმე სპანდერაშვილს ვიღაც მფარველი ჰყავდა ადგილობრივ პოლიციაში, რადგან რამდენადაც ვიცი არც ძაღლების წამებისთვის, არც მათი სახელით თანხების თაღლითურად შეგროვებსთვის და არც ტასო ლოსაბერიძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის ამ უგვან არსებას პასუხი არ უგია!
ამ ქალის არსებობა კი მხოლოდ იმიტომ გამახსენდა, რომ დიდი ხნის მეგობრებიდან წაშლილი სპანდარაშვილის კომენტარი ჩემთვის საპატივცემულო ადამიანის პირად კედელზე შემხვდა.
მძულს ნებისმიერი მოძალადე, მაგრამ ცხოვრლებზე მოძალადეები ორმაგად მძულს, თაღლითობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ეს პოსტი კი იმათთვის-ვისაც შესაძლოა დღემდე ჰყავს მაია სპანდერაშვილი ფრენდებში და შესაძლოა დღემდე სძალავს ფულს “საწყალი ცუგების დასახმარებლად”,-წერს, მაია ორჯონიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵VIDEO:ნახეთ ნუცა ბუზალაძის შესანიშნავი გამოსვლა, აღტაცებული ჟიური და ბილეთი Hollywood-ში
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































