"ჰო ადამიანი ვისთან ერთადაც გავატარე რამდენიმე თვე... არის სასტიკი დამნაშავე" - თამუნა მექერიშვილის ინფორმაციით, მასზე მეგობარმა მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა
ბავშვთა გასართობი ცენტრის "მინიონების" დამფუძნებელზე ძალადობის ბრალდებით მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, თამუნა მექერიშვილი წერს.
ინფორმაციასთან ერთად, თამუნა მექერიშვილი, სოციალურ ქსელში, მასზე ძალადობის ფოტოებს აქვეყნებს.
მექერიშვილის ინფორმაციით, მოძალადე კაცი, პოლიციამ სარფის გამშვებ სასაზღვრო პუნტთან დააკავა. ის, სავარაუდოდ, თურქეთში გადასვლას ცდილობდა.
"ჩემო საყვარელო ადამიანებო და ხალხო...
მე თქვენ ყველა მიყვარხართ ჩემი სიყვარულისთვის...
მადლობა ასეთი თანადგომისთვის სულ ყველას!
ჩემი ცხოვრება გრძელდება და მე მიშუშდება იარები უფრო სულის...
ჰო ადამიანი ვისთან ერთადაც გავატარე რამდენიმე თვე...
არის სასტიკი დამნაშავე ... ეს ჩემი პირადი გამოძიებით და და ფაქტებით.
გამოძიებით უფრო მეტი რამ დადასტურდება..
მე თავიდან ვერ მივხვდი რომ ვიყავი "მსხვერპლი"...მერე შემეშინდა ძალიან... ბევრი რამის...მერე დავიწყე ბრძოლა ამ შიშის დასამარცხებლად ეს იყო ჩემი ნერვების ღირსების თუ რამდენი რამის ომი...
მერე?... მე ბევრი რამ მოვითმინე დამნაშავის ბოლომდე გამოსავლენად...
მე არ შემეშინდა და გავბედე... ზუსტად საჭირო დროს!
გავბედე ჩემი შვილის ტოლი გოგონების მომავლისთვის...
და უარი ვუთხარი ძალადობას!
თუ კი ვინმე ხართ ძალადობის მსხვერპლი... და იცოდეთ მსხვერპლი ისე შეიძლება გახდეთ ვერც კი მიხვდეთ... უარი უთხარით სიკვდილს..,
გაბედე და არ შეგეშინდეს... ძალადობა როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიკიური თუ სექსუალური კლავს!.. ძალადობა ისჯება! ყოველი ადამიანი რომელიც ხელს აღმართავს პირველი მეორე ადამიანზე უნდა ისჯებოდეს უვადოდ სამუდამოდ გადასახლებით ..მიწის ქვეშ გასაკეთებელი მძიმე სამუშაოებზე. სამუშაოდ!. რომ ვერასდროს ნახონ მზის სინათლე.. ციხე არა? ციხე მაგათთვის კურორტია..იქ ისვენებენ..და უარესი ავაზაკები ბრუნდებიან თურმე..
მე ვარ მაგალითი იმის თუ როგორ მომკლა ყველა სახის ძალადობამ სიცოცხლის მოყვარე ადამიანი რამდენიმე თვეში..
როგორ შემაშინა .. მე ასეთი ძლიერი ადამიანი...
და კიდევ და ბევრჯერ.. რატომ არ ვარ პრეზიდენტი რომ საგურამოს პოლიციის განყოფილება ღირსების დაცვის ორდერზე წარვადგინო, დიდი მადლობა მათ ოპერატიულობისთვის და დახმარებისთვის სრულ გუნდს!
მადლობა უფალო"-წერს, თამუნა მექერიშვილი.
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































