"ისლამოფობიას და ყველანაირ ქსენოფობიას მწვანე შუქი აქვს ანთებული დღევანდელ ქართულ ეკლესიაში და ხალხში"

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში წერს:

"ერთხელ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისის სემინარია-აკადემიაში სტუდენტებთან რიგითი საჯარო მიმართვისას ჰყვება:

საზღვარგარეთ ვიყავიო და მეჩეთი მაჩვენესო, ღმერთის მყოფობა ვიგრძენი, ავტირდი და მეჩეთის კედელს ვეამბორეო, უფალი ხომ ყოველგან მყოფიაო.

თითქოს როგორი ლიბერალიზმი, ჰუმანიზმი და რჯულშემწყნარებლობაა, მაგრამ რეალურად არასოდეს უსწავლებია ხალხისთვის და სამღვდელოებისთვის რჯულშემწყნარებლობა.

ამიტომაც ისლამოფობიას და ყველანაირ ქსენოფობიას მწვანე შუქი აქვს ანთებული დღევანდელ ქართულ ეკლესიაში და  ხალხში.

პატრიარქის ამ სიტყვებს მთელი სტუდენტობა ისმენდა, ერთი ფუნდამენტალისტი გაბედულად წამოხტა და ხმამაღლა უთხრა:

"თქვენო უწმინდესობავ, მე დამაბრკოლეთ, ეს როგორ შეიძლება გაგეკეთებინათო?!"

პატრიარქმა უპასუხა: "არ დაბრკოლდე, არ დაბრკოლდე, ღმერთი ხომ ყოველგან მყოფია!"

გარემოცვამ უცებ ჩააჩუმა ის ბიჭი და გაარიდეს სიტუაციას, დიალოგის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

არადა, საკითხის ღრმა თეოლოგიური გარკვევა ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა.

ზოგადად, ფუნდამენტალისტურ-რიგორისტული, ზილოტური მართლმადიდებლური რელიგიური გადასახედიდან ილია მეორის ეს ქცევა შეფასდება როგორც პანეკუმენისტური, ერეტიკული, ქრისტიანობის ღალატი, თუმცა სინამდვილეში არცერთია და არის სხვა (უცხო) რელიგიის მიმართ სიყვარულის და პატივისცემის გამომხატველი ადამიანური აქტი, რომელიც ღვთის ყოველგანმყობის მართლმადიდებლურ დოგმატს ემყარება", - წერს ჭიღლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "რუსმა სამხედროებმა მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალიზე" შტურმი დაიწყეს" - "უკრაინსკაია პრავდა"

* ბათუმის პორტში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის შესახებ საზღვაო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

* ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791278715

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791278701

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: არ მესმის იმ ადამიანების, ვინც პატიმარს აკრიტიკებს და ეუბნება - რატომ არ გინდა ციხეში ყოფნაო, თუ ასეა, თვითონაც ჩასხდნენ - მივიდნენ და აღიარონ თავიანთი დანაშაულიც

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე და საპროცესო გარიგების მოთხოვნაზე. მისი თქმი...

გურამ მაჭარაშვილი

1791278577

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ევროკავშირის კვლევების შედეგების მიუხედავად, კოსები და კალასები მაინც იტყვიან, რომ სხვა ქვეყანას საქართველოზე უკეთესი შედეგები აქვს, რადგან ამ ქვეყნებში გარე მმართველობაა დამყარებული, ხოლო ჩვენს ქვეყანაში - არა

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკა...

არჩილ გორდულაძე

1791276847

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო...

ზურაბ აბაშიძე

1791276586

ახალი ამბები

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ცესკოს საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა. ბანაკის მონაწილეებთან ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელი...

ნათია იოსელიანი