"კაცი, რომელთანაც ოჯახს ნათლობა გვაკავშირებს და თან მამას უახლოესი მეგობარი იყო კალთაში ჩამისვა და ხვნეშოდა" - ისტორია სოციალური ქსელიდან
სოციალურ ქსელში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მძიმე ისტორია ვრცელდება:
"გამარჯობა, ჩემი ისტორია სექსუალურ შევიწროებას ეხება.
დეტალებს არ მოვყვები.
შემთხვევით მივედი ოჯახის ახლობელთან, მეზობლად ცხოვრობდნენ.
აღმოჩნდა, რომ ეს კაცი მარტო იყო, კაცი, რომელთანაც ოჯახს ნათლობა გვაკავშირებს და თან მამას უახლოესი მეგობარი იყო, შვილოს გვეძახდა მუდამ.
გვერდით მიმისვა, მოდი გაკოცოო, და ლოყიდან რომ მოყვა, მეორე ლოყამდე არ გაჩერდა.
ახლაც მახსოვს გულის ამრევად მისი ტუჩების სისველე.
მანამდე, ერთ დღეს, კალთაში ჩამისვა და ხვნეშოდა.
ხელები აუკანკალდა, მაგრამ ვერაფერი გაბედა.
მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა და მიკვირდა, რა ჭირს-თქო, თუმცა მეორე ფაქტის შემდეგ მივხვდი.
ერთხელ სცადა დაძახება, როდესაც სახლში მარტო იყო და ვუთხარი არ მეცალა და გამოვეცალე.
მიხვდა, როგორც ჩანს, ვხვდებოდი, რაღაც ისე ვერ იყო და მას შემდეგ შემეშვა, თუმცა არც მივდიოდი მათთან, იშვიათი გამონაკლისის გარდა და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ვიცოდი, რომ სახლში სხვებიც იყვნენ.
მამამ დღემდე არ იცის ეს ამბავი, ნამდვილად მოკლავს, რომ გაიგოს.
მე თვითონ შვილი მყავს, 4 წლის გოგო და სულ ვცდილობ, მივაწოდო ინფორმაცია, რა არის მისთვის პირადი სივრცე და რა არის ნორმალური.
იმ მოვლენის შემდეგ მეშინოდა კაცების, ღამეები არ მეძინა, სერიოზული სტრესი გადავიტანე.
უბრალოდ გთხოვთ, დედებო და მომავალო დედებო, აუცილებლად ესაუბრეთ შვილებს ამ თემაზე ასაკის შესაბამისად, ნუ იფიქრებთ, მე ეს არ დამემართება, ასეთი ადამიანი არავინ არის გარშემო.
მუდამ ყურადღებით იყავით და არ ანდოთ არავის თქვენი შვილი ზედმეტად.
როგორც ვხვდები, იმაზე ბევრად ხშირია ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, ვიდრე წარმოვიდგენდი.
მაპატიეთ ცოტა არეული ტექსტისთვის...",- წერს, ისტორიის ავტორი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791456032
საზოგადოებალაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელშ...
1791455673
საზოგადოებაპენიტენციური სამსახური საიას განცხადებაზე: მათ მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა....
1791454911
ახალი ამბებისგპ „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები...
1791454427
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ე...
1791452027
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის“ და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქა...


























