"მინდა ასეთი დაგამახსოვრდეთ: – მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა"

ფეისბუკმომხმარებელი, ეკატერინე ჟვანია, დღეს გარდაცვლილი თბილისის ვიცე მერის ილია ელოშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ეს პატარა ბიჭი, სახლიდან ომში გაპარული ილიაა.

დიახ ეს ბუნჩულა, კეთილი, ადამიანი აფხაზეთის ომგამოვლილი, მებრძოლი სულის ბიჭი იყო.

როცა ვნახე სამინისტროში 2012 წელს, ჩემი სკოლელი , ჩემი უბნელი ისე გამიხარდა–ჩემთვის უცხო და “რაღაცნაირ” გარემოში ბედის საჩუქრად დამხვდა.

რთული პირადი პერიოდი ჰქონდა ემოციურად, “მელაპარაკე დედუ” …. ძალიან დიდი ხანია არ გვილაპარაკია.

დღეს დილიდან “ველაპარაკები”, “ვეჩხუბე” კიდეც…. ბერეტი როგორ გიხდებოდა, ატარეთქო და – ტეხავს ახლა მინისტრის ტოლა კაცი ბერეტით ხომ არ ვივლიო და უხერხულად იცინოდა  — აი რომ სიამოვნებს კომპლიმენტი და თან არ იმჩნევს.

ბევრ რამეს არ იმჩნევდა.

ბევრს.

დილიდან ვალაგებდი ტექსტს და დავჩლუნგდი მგონი არეულად ვწერ.

ვერ გამოვხატავ.

უბრალოდ მინდა ასეთი დაგამახსოვრდეთ: – მებრძოლი ბიჭი, რომელსაც ბერეტი ძალიან უხდებოდა", - წერს ჟვანია.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

"16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში... მეთაურმა სცადა სახლში გაეშვა, არ მიდიოდა..." - ამირან სალუქვაძე ილია ელოშვილზე ემოციურ ისტორიას აქვეყნებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790234093

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება არის წიგნში ჩასაწერი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს

„ეს არის საუკეთესო, წიგნში ჩასაწერი მაგალითი იმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განა...

ლევან მახაშვილი

1790232677

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევ...

ლევან ჟორჟოლიანი

1790232631

საზოგადოება

მუსიკოსი „კორძი“ გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - ვფიქრობ, ეს ნორმალური არ არის

მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც,...

კორძი კორძი

1790231369

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა...

ლევან ჟორჟოლიანი

1790231307

ახალი ამბები

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარისუკანონ...

დაკავება და ბორკილები