"მხედრიონი შემოვიდა, წიგნებს გადავეფარეთ, რომ ოთახი არ გაეტეხათ და გაეძარცვათ" - რა ისტორიას იხსენებს ბიბლიოთეკარი ირმა კვირკვია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი ირმა კვირკვია:
"ფილოლოგიურის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დაუსწრებელზე გადავიტანე საბუთები და ოჯახში ვთქვი, აუცილებლად ბიბლიოთეკაში უნდა ვიმუშაო-მეთქი.
ჩემი მშობლები შეშფოთდნენ.
არ ელოდნენ, რომ მუშაობის სურვილი ასე ადრეულ ასაკში გამიჩნდებოდა, დაუსწრებელზე გადავიდოდი, და თანაც, ბიბლიოთეკაში მოვინდომებდი მუშაობას.
ბევრი ფიქრის შემდეგ დედამ მხარი დამიჭირა, მივედით ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და ამიყვანეს კიდეც სტაჟიორად.
იმ დღიდან მოყოლებული, აქ ვარ.
გარკვეული პერიოდი ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, შემდეგ საბავშვოში.
იყო პერიოდი, ერთდროულად სკოლასა და ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი და როცა ჩემი ცხოვრების დღის წესრიგში პედაგოგობასა და ბიბლიოთეკარობას შორის არჩევანის გაკეთების საკითხი დადგა, სკოლა დავტოვე და ბიბლიოთეკა ავირჩიე.
მახსენდება მხედრიონის შემოსვლა ქალაქში... სამსახურები დაიკეტა, ყველა სახლში იყო, ქალაქი ნაცრისფერი და ნატყვიარი.
ამ დროს მირეკავს ჩემი თანამშრომელი და მეუბნება, რა ვუყოთ ჩვენს ბიბლიოთეკას, როგორ გადავარჩინოთ წიგნებიო.
ერთი წამითაც არ დავფიქრებულვართ და გამოვედით ორივე ქალაქში.
ფაქტობრივად წიგნებს გადავეფარეთ, რომ ოთახი არ გაეტეხათ და გაეძარცვათ.
აქ არის ის სამყარო, რომელიც ყველაზე მეტად მავსებს.
აქ არის ახალგაზრდებთან ურთიერთობა, იდეების განხორციელების გენერირება, სიახლეების ძიება... ყველაზე გულში ჩამწვდომი ყოველდღიურობა.
ეს სივრცე, ეს გარემო, უშუალო ურთიერთობა მკითხველთან, მაინც სულ სხვაა. ვერ შეველიე!",- აცხადებს ირმა კვირკვია.
სხვა სიახლეები:
1790713878
მსოფლიოიოჰან ვადეფული: ევროპამ რუსეთთან მომავალ ურთიერთობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადება უნდა დაიწყოს
„ევროპამ უკვე უნდა დაიწყოს მსჯელობა, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცეს...
1790712626
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ირანის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს რეაგირება...
1790711899
მსოფლიოშეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთის სკოლაში - მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა
„სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა - მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პირი“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩეხეთისა და...
1790706995
ახალი ამბებისაქართველოს ფინანსთა მინისტრი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა. გაცნობით...
1790706835
ახალი ამბებიჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია - უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს
„ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია“, - წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური...


























