"მომენატრა, ბევრი რამ მომენატრა... 2 წელზე მეტია მთა თვალად არ მინახავს. ფილადელფიაც და მაიამიც უკიდეგანო დაბლობზეა გაშენებული და პატარა ბორცვიც კი არაა" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"მომენატრა, ბევრი რამ მომენატრა. ბევრი დამცინებს, კარგი ახლა რამ მოგანატრაო ან მატრაკვეცობო, მაგრამ მართლა მომენატრა.
სოფლის სიო მომენატრა. სიმწვანეში ჩაფლული სოფლის სიო, თან ცივი რომაა და მაინც რომ არ გცივა.
ალუმინის სახურავიდან ჩამოსული წვიმის ხმა მომენატრა.
წვიმა მომენატრა. რამდენიმე დღე გადაუღებელი წვიმა. ყველაფერს ტალახად რომ აქცევს. მეტყვით მაიამიში წვიმა რამ მოგანატრაო, მაგრამ 5 წუთიანი წვიმა, რომელსაც მზე შეცვლის და ისევ ოხშივარი აუვა ქალაქს, სხვაა.
ხო ნესტი მომენატრა. აი ნესტის სუნიც კი. აქ ნესტსაც კი არ აქვს სუნი.
მთები მომენატრა! 2 წელზე მეტია მთა თვალად არ მინახავს. ფილადელფიაც და მაიამიც უკიდეგანო დაბლობზეა გაშენებული და პატარა ბორცვიც კი არაა.
ტალახიანი წყლით სავსე დიდი ორმოებიც მომენატრა, სპეციალურად, რომ უნდა შემოუარო. (ამოტეხილი და გაფუჭებული ასფალტი აქაც მრავლადაა).
გურიის წაქცეული ღობეები და ღობის ძირში, ტალახში ამოგანგლული ღორები მომენატრა.
მთიან აჭარაში ბოსელის სუნი მომენატრა, დამწვარ კარაქის სუნთან აზელილი.
ჰადავრი ხარ? ვისი ბიჭი ხარ? - ამ კითხვის მოსმენა მომენატრა.
,,მე ხომ ვიცი,, - უმტკიცეს არგუმენტად მოსმენილი მომენატრა.
ქვიანი პლაჟი მომენატრა, სადაც კისერი შეიძლება წაიტეხო და პაწუა შავი ზღვის ტალღების გაშმაგებული თქაფუნი. აქ წყნარსა და ატლანტიკის ოკეანეს მორიდებული და ნაზი ტალღები აქვს
თევზის და ნავთობის სუნი მომენატრა, სახლის კარს რომ ვერ გააღებ.
ირგვლივ ასეულობით მშენებლობის მიუხედავად, ცემენტის და მტვრის სუნი მომენატრა. გუშინ ელექტრო სკუტერით მივდიოდი სამსახურში და ერთგან სუნი მეცა. ხარბად ვსუნთქავდი და ანგისის ქუჩაზე ცხოვრების ეტაპი სულ დეტალ-დეტალ ამომდიოდა მეხსიერებაში.
აჭარის რადიოში სამზარეულოში მსოფლიო პრობლემებზე საუბარი მომენატრა.
ტელევიზიაში გარეთ ყავა და მუსაიფობა მომენატრა.
მხოლოდ საქართველო კი არა, ფილადელფიაც კი მომენატრა. სამსახურში, ვიღაც კლიენტი ნერვებს, რომ მომიშლიდა, 50 გრამს რომ გადავწუხავდი და დავაყოლებდი ,,ერთი მაგის დედაც-თქო".
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მგონი მომენატრეთ ",-წერს, ტატო ცეცხლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დიმიტრი ხუნდაძის სიძე აშშ-ში არალეგალურად წავიდა - ინფორმაციას ადასტურებს შვილიც
🔵ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, ალექსანდრე წივწივაძე ავარიაში მოჰყვა და რეანიმაციაშია
1794641256
ახალი ამბებისაერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია: საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ. მისიის წევრებმა ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან და ერო...
1794639470
ახალი ამბებიგანათლების სფეროში საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის
საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლე...
1794637774
მსოფლიოThe Hill: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინას არ განიხილავენ
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრ...
1794636223
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ნოემბერს საქართველოში
14 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსა...
1794602151
სპორტიმერაბ დვალიშვილი: იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, არავის ვუჩივლებ
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი გათავისუფლებული არიან. დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მხარდაჭერი...































