მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეს არის კომპეტენციის შესახებ დავა - ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეს არის კომპეტენციის შესახებ დავა. როგორც ჩანს, ქვეყნის პირველმა პირმა ელჩის დანიშვნა-გათავისუფლების თაობაზე მთავრობის წარდგინება/ები უარყო. ამ ნაბიჯზე მმართველი გუნდი რამდენიმე თვის წინ საუბრობდა, მაგრამ ბოლომდე მკაფიო არ იყო მხოლოდ ელჩების საკითხზე შევიდოდა სარჩელი თუ საგარეო ვიზიტებზეც. მოსალოდნელი იყო, რომ ოცნება ამ ეტაპზე არ აპირებდა მეორე საკითხზე დავის სასამართლოში გადატანას. ამავდროულად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სარჩელს ორი შინაარსი აქვს, პირველი ეს არის პირდაპირი მნიშვნელობა და გულისხმობს ელჩების შესახებ საკითხს, მაგრამ თან ეს სარჩელი არის გაფრთხილება პრეზიდენტისთვის - სხვა ნებისმიერ სადავო საკითზეც, მათ შორის მთავრობისგან აკრძალულ საგარეო ვიზიტებზე - მმართველი გუნდი მზად არის წავიდეს ლოიალური უმრავლესობით დაკომპლექტებულ სასამართლოში.
სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ, პრეზიდენტის მიერ გამოჩენილი ურჩობა, პირდაპირ შეფასდება, როგორც კონსტიტუციის დარღვევა და იარსებებს მკაფიო სამართლებრივი საფუძველი იმპიჩმენტისთვის (სამართლებრივი საფუძველი არ ნიშნავს პოლიტიკურ საფუძველს)",-წერს, ვახუშტი მენაბდე.
ასევე წაიკითხეთ:
1790173416
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე: ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე
დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმ...
1790171949
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი
ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი...
1790171285
ახალი ამბებიგიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავ...
1790170117
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მათთან პირდაპირი დიალოგი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი ინტერაქციული შეხვედრები ეხმარება მომავალ თაობას
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის მე-2 საჯარო სკოლის მაღალი კლასების...
1790169838
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდ...


























