"მტერი ერთმორწმუნე ვერ იქნება, ან ერთია ან მეორე, რადგან, არავის ძალუძს ღმერთსაც ემონოს და მამონასაც" - დედა სიდონია

სქემ-მონაზონი დედა სიდონია სოციალურ ქსელში წერს:

"მტერი ერთმორწმუნე ვერ იქნება, ან ერთია ან მეორე, რადგან, არავის ძალუძს ღმერთსაც ემონოს და მამონასაც.

ან ერთს შეიძულებს და მეორეს შიყვარებს, ან პირიქით -  “ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად”.

ერთმორწმუნე არც დაუცველ და უმწეო ბავშვებს დაგიხოცავს,არც ტაძრებს დაგიბომბავს და არც სიწმინდეებს შეგიბილწავს. 

ფარისევლობაა, ციტირებდე წმინდა წერილიდან და საქმით არ ემსახურებოდე სიკეთეს. თვალთმაქცობაა, ზედმიწევნით იცოდე სჯული  უფლისა მაგრამ, ებრძოდე - ქრისტიანობას!

რომელიც ძმათა შორის მშვიდობას ქადაგებს.

ფარისეველი ადამიანის სულიერი თვალი დაბნელებულია და ებრძვის სიმართლეს, იგი  ჭეშმარიტებისგან ძალიან შორს დგას და სინათლე სიბნელედ მიაჩნია. 

ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ეკლესიის პოზიცია, არაერთგვაროვანია.

სინოდის წევრი ეპისკოპოსების ნაწილი ღიად და დაუფარავად გმობს უკრაინაში რუსეთის ძალადობრივ ქმედებებს.

ნაწილი მღვდელმთავრების  პოზიცია კი, ლოიალურია, ან რუსეთისადმი სიმპათიის და სიახლოვის, ან ერთგვარი სიფრთხილე -შიშის გამო, რაც ჩემთვის, როგორც ქრისტიანის პოზიცია - სრულად მიუღებელია!

ჩემთვის, წითელი ხაზი ის ღირებულებებია, რომელზედაც მყარად ვდგავარ.

საერთო ინტერესების მოღალატე  ინდიფერენტული,  კონფორმისტი ადამიანი ვერ იქნება მტკიცე და საყრდენი საზოგადოებისთვის.

რუსეთ-უკრაინის ომი იგივეა, რაც რუსეთ-საქართველოს ომი!  

ფეხდაფეხ უნდა მივყვებოდეთ მათ, რადგან, მსგავსი შესაძლებლობა იშვიათად გვეძლევა.  

ახლა სიმართლე შავზე თეთრითაა დაწერილი მთელი მსოფლიოსთვის და ის მზადაა ცვლილებებისთვის.

საზოგადოებაში რომელი რელიგია თუ კულტიცაა ყველაზე გავლენიანი, ყოველთვის ცდილობენ მას ამოეფარონ და იოლად მოიპოვონ საზოგადოების ნდობა თუ  განწყობა.

ეს არ ახალია…

მთავარი მოძღვრება არის - მოყვასის სიყვარული და პატივისცემა, ურთიერთობის, სხვისი აზრის მოსმენის კულტურა, მშვიდობა, მიტევება და საკუთარი ეგოზე მაღლა სახელმწიფო ინტერესების დაყენება!

#ხმაამოიღე",- წერს დედა სიდონია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔳 "აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები ახლა ყველაზე მეტს უნდა აქტიურობდეთ! თქვენ ნახევარ მილიონზე მეტნი ხართ!"

🔳 "ბუჩადან მოხდა ყალბი ვიდეოკადრების ინსცენირება ქუჩებში, რუსეთისთვის ძირის გამოსათხრელად" - სერგეი ლავროვი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე