„ნეტავ სამი-ოთხი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ გვყავდეს“ - იუნა შაფათავა
იუნა შაფათავა, სოციალურ ქსელში, მორიგ პოსტს აქვეყნებს:
“გადადგეს კი არა, ნეტავ სამი-ოთხი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ გვყავდეს, ოღრაშებო!
ირაკლი ღარიბაშვილი გვარცხვენსო! - იძახიან ისინი, 2008-ში მიწაზე მხოხავ მთავარსარდალს ტაში რომ დაუკრეს!
ბელადმა დაცვას გაასწრო, იქვე მდგარი გორელი ბალღები დაიბნენ, ნეტა ამ ორმეტრიან ოქლაქს რა დეემართა, მოტოციკლეტის ხმაზე ეგრე რატომ ავლებდა ცხვირით ხნულებსაო?
მოგვიანებით ბალღებს აუხსნეს, რომ ის ოქლაქი ამ ქვეყნის ,,უმფროსი'' იყო და იმ ხმას მოტოციკლეტი კი არა, რუსული ბომბდამშენი გამოსცემდა. ხნულებს კიდე იმიტომ ავლებდა ცხვირით, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებასა ცდილობდაო.
ბალღებმა არ დაიჯერეს.
თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას, რუსეთს სანქციები რატომ არ დაუწესეო?!
მიწაზე რომ დახოხავდა, იმან არ შეარცხვინა, იმან დაუწესა, 78 სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადასცა!
თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას, მუსკულებს რატომ არ ათამაშებ, პუტინს ,,ლილიპუტინს'' რატომ არ ეძახიო?!
2008-ში კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი რომ უწოდა და აგვისტოში თოფის გასროლის გარეშე რუსებს ჩააბარა, იმან არ შეარცხვინა ქვეყანა, ის გმირია!
თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას, რატომ სისხლს არ ღვრი, მომენტს რად არ იყენებ, წვევამდელთა გვამებს ცხინვალის ქუჩებში რატომ არ ყრიო?!
იმან არ შეარცხვინა, ცხინვალის ქუჩებში უწვერულვაშო ბიჭები ჩაახოცინა, თვითონ იქიდან მოცოცხა, მოკლეზე ჩამოირბინა. საღამოს ღნაოდა, ,,მოლოტოვის კოქტეილებით'' და ჩანგლებით გამოდითო, კონსერვის სახსნელებიც გამოდგება, ყურების საფხეკი დანებიცო.
ასეთი დავალება დაგვიტოვეს და გაიქცნენ წითელი ხიდის მიმართულებით!
მაყვალა გონაშვილს ჰკითხეთ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მას აქვს ჩემთან ნათქვამი, იმ დღეებში ძალიან ბევრი მირეკავდა, აზერბაიჯანში მეგობარი მწერლები რომ გყავს, გვიშუამდგომლე, დაგვაბინაონო. სხვებსაც ურეკავდნენ, ვისაც კი გავლენა და სანაცნობო წრე ჰყავდა სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, ყველას აწუხებდნენ.
ამათ არ შეურცხვენიათ ქვეყანა, უბრალოდ გმირები არიან, მორჩა და გათავდა, ინგა გრიგოლიამ თქვა ასე და შავნოდარამ კიდე ბეჭედი დაარტყა. შაბათს ვიცინე მაგრად, ინგა და ნოდარა იდგნენ რუსეთ-უკრაინის რუკასთან და არჩევდნენ, რომელი უფრო დიდი სახელმწიფოა და სად უფრო მეტი ჟუნჟრუკო მოდის.
თურმე ირაკლი ღარიბაშვილი არცხვენს ქვეყანას და იცით, რატომ? ამოუჩემებია, გარეჯი საქართველოაო!
გრიგოლია ამაყობს იმ კაცით, ივერი მელაშვილით, სტუდიაში მიიყვანა, კისერზე ჩამოეკონწიალა, გმირად შერაცხა და ალაპარაკა, რაც შენია, შენი არ არიო. დასცხეს ტაში რუსეთის აგენტებმა (ჩვენ რომ გვეძახიან პუტინის მონებს), დიახაც, ძალზედ სწორი, ნათელი და სამართლიანი განმარტებაა, ეგრე გასაგებ ენაზე ამ სტუდიაში არავის ულაპარაკიაო. მაგაში დავეთანხმე, ,,ჭუტლექსვიზიონის'' სტუდიაში ასე გასაგებად არავის უთქვამს, რაც შენია, შენი არ არისო.
გარეჯი რომ საქართველო არ არის, ეს საამაყოა, რა სირცხვილი, რომელი ლულა ქაბაბი? პირიქით, ირაკლი უნდა იწვოდეს სირცხვილით, ჩვენ უნდა ვიმალებოდეთ, გარეთ ცხვირებს ვერ უნდა ვყოფდეთ!
ეჰ, რომელი ერთი ჩამოვთვალო?
ირაკლი ღარიბაშვილი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ჩვენს სახელმწიფოს შეუძლია.
ზოგიერთს ენა გადმოუგდია და საზოგადოებას ეკითხება (გამოკვლევებულობას ატარებს), უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილიო?
ბებიათქვენისამ!
ამ ქვეყანას ძლივს ეღირსა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყოველთვის გამოდის სახელმწიფოს ინტერესებიდან და არ ბუქნაობს სხვების დაკრულზე. მეგობრობაც კარგია, ძმობაც, ერთობაც, სოლიდარობაც, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ზომიერი!
გადადგეს კი არა, ნეტავ სამი-ოთხი ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ გვყავდეს, მტრებო, თქვე ოღრაშებო!
წარმატებები, პრემიერო!” - წერს იუნა შაფათავა.
სხვა სიახლეები:
📌 “ქეთი, ვიცი გამიგებ, მე ვბრუნდები უკრაინაში!“ - გიორგი ვაშაძე
📌 ვაჟა გაფრინდაშვილი: უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშესგან გავიგეთ, რომ თვითმფრინავს არ მისცეს ნებართვა
📌 “იტალია სრულად იზიარებს სანქციების პაკეტს! რუსეთი არის საფრთხე!” - მარიო დრაგი
1783693090
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად
ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატ...
1783692617
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ქართული საზოგადოებისთვის „ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია
„ეს პარტია არის აბსოლუტურად გაკოტრებული. არანაირი რესურსი იმისა, რომ საზოგადოებას ესაუბრონ, საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ, ილაპარაკონ, მათ არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტური...
1783691047
ახალი ამბებიზურაბ ჩიკვილაძე ოპოზიციას: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ
„ძალიან გთხოვთ, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ დაგეგმილი მშენებლობის კომენტირებისას საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას თავი დაანებეთ“, - ასე მიმართა დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე საკრებუ...
1783689613
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: დიდი ხანია, გვარამია ამბობს, გარეთ სანქცია, შიგნით აქციაო, ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, ვიღაც რომ აგენტს დაუძახებს, მათ მცდელობებს შედეგი არ ექნება
გვარამია ითხოვს, უცხოელებმა სანქციები დააწესონ, შემდეგ უკვირთ, რომ ვიღაც უსამშობლოს ან აგენტს დაუძახებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს გ...
1783689047
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6371 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...






























