"პაციენტმა თქვენთან ყოფნის პირობებში დაკარგა საწყისი წონის 30% და ეს სიკვდილის ძალიან მაღალ რისკს შეიცავს, გთხოვთ მიაწვდინეთ ხმა მკურნალობის დამკვეთებს" - ნანა გეგეჭკორის მიმართვა კოლეგებს

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კოლეგებს მიმართავს და წერს:

"წონის კარგვას პაციენტის ან ექიმის მიერ დაგეგმილი მიზნის გარეშე, წინასწარი განზრახვის გარეშე წონის კლებას ვეძახით (Unintentional weight loss). ასეთი ტიპის წონის კლების მიზეზი შეიძლება იყოს უამრავი, მათ შორის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებები.

კვლევების თანახმად, წინასწარი განზრახვის გარეშე წონის 5-10% კლებაც კი ასოცირდება მომატებული ზოგადი სიკვდილიანობის რისკთან.

როცა გყავს პაციენტი, რომელიც წინასწარი განზრახვის გარეშე იკლებს წონას და შენ არ გაქვს ამ ფენომენის ახსნა, ვერ ადგენ დიაგნოზს, არ იცი მექანიზმი რას მიჰყავს პაციენტი კახექსიამდე (კუნთოვანი ქსოვილის გალევამდე), უნდა იგულისხმო რომ ამ პაციენტის პროგნოზებზე არაფერი იცი გარდა იმისა, რომ მას მომატებული სიკვდილის რისკი აქვს.

მომატებული სიკვდილის რისკით პაციენტზე, მით უმეტეს მაშინ როცა წარმოდგენა არ გაქვს პათოლოგიური პროცესი როგორ უნდა შეაჩერო, არასდროს, არასდროს უნდა თქვა რომ ის სტაბილურია, ან მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეს სამედიცინო აბსურდია.

ხშირად მესმოდა ოფიციალური განცხადება ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ჯგუფისგან, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველაფერი კეთდება მის გამოსაჯანმრთელებლად.

მხოლოდ ამ ერთ სიმპტომზე, პროგრესირებადი წინასწარი განზრახვით წონის კლებაზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ამ ჰოსპიტალიზაციის ვერც ერთ ეტაპზე ვერ იქნებოდა.

გაკეთდა თუ არა ყველაფერი პაციენტის გადასარჩენად? ცალსახად შემიძლია ვთქვა, არა!

ამ დასკვნის გასაკეთებლად არაა აუცილებელი პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ნიუანსები ვიცოდე.

მთავარია ფაქტი, პაციენტმა თქვენთან ყოფნის პირობებში დაკარგა საწყისი წონის 30% და ეს სიკვდილის ძალიან მაღალ რისკს შეიცავს.

ამერიკული რეზიდენტურის პირველი დღე ორიენტაციით იწყება. გასწავლიან რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს, როგორ არ უნდა ავნო პაციენტს.

1. Know your limitations – იცოდე შენი შესაძლებლობების ზღვარი, ესაა უმთავრესი პრინციპი პატიოსანი ექიმის კლინიკური პრაქტიკის. არსებობს კლინიკური სიტუაციები როცა პრობლემის სიმძიმე აღემატება შენი ცოდნის, უნარ-ჩვევების და კლინიკის ფიზიკურ შესაძლებლობებს.

2. Ask for help – ითხოვე დახმარება თუ ხედავ რომ შენი ცოდნა, უნარ-ჩვევები და კლინიკის ფიზიკური შესაძლებლობები პაციენტის წინაშე მდგარ პრობლემებს აღემატება.

ეს ორი უმთავრესი პრინციპი პატიოსანი ექიმისთვის ათ მცნებაზე (სხვა რელიგიებსაც და უბრალოდ მაღალ ადამიანურ სტანდარტებს რაც გამსაზღვრავს იმაზე) აღმატებულია, რადგან, ეს ორი რამ გაძლევს საშუალებას გულწრფელად თქვა, “მე არ ვიცი” და დამეხმარეთ პაციენტის გადარჩენაში.

ძვირფასო კოლეგებო, ვინც რაიმე ფორმით მაინც იყავით ან ხართ ჩართული ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობაში ჩართული, გთხოვთ, ხმამაღლა თქვით, რომ რაც შეგეძლოთ ყველაფერი გააკეთეთ პაციენტის გადასარჩენად, მაგრამ მისი პრობლემის სიმძიმე აღემატება თქვენი შესაძლებლობების ზღვარს და მოითხოვეთ, გადაიყვანონ პაციენტი ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც დღეს არსებული ინტელექტუალური, ინსტრუმენტული თუ ლოჯისტიკური შესაძლებლობების პიკის შესაბამისი დახმარება შეუძლია აღმოუჩინოს მას, რათა გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნან.

გაკეთდა თუ არა ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის გადასარჩენად? არა!

გადაიყვანეთ იქ სადაც უკეთესი პირობებია მსგავსი ამოცანების ამოსახსნელად და ეს იქნება ყველაფერი!

გთხოვთ, მიაწვდინეთ პატიოსანი ხმა მათ ვინც ამ კონკრეტული პაციენტის მკურნალობა დაგიკვეთათ და უთხარით რომ მის წინაშე მდგარი ამოცანების ამოხსნა თქვენს შესაძლებლობებს აღემატება.

გთხოვთ…", - წერს ნანა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მთავრობავ, ნუ გაყურსულხარ – გლოვის დღე გამოსაცხადებელია!"

* "ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია" - პაპუაშვილი უკრაინაში, ბახმუტთან შეტაკებებში დაღუპულ მეომრებზე

* "ინდონეზიაში, ქორწინების გარეშე სექსი შესაძლოა პატიმრობით დაისაჯოს" - Reuters

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786464993

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია

„თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხი...

კახა კალაძე

1786462232

ახალი ამბები

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცი...

გივი მიქანაძე

1786461135

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით, ეს არის ისტორიული ფაქტი და ამაში დამნაშავეა რუსეთი

„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა, საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოჭრით. ის მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში - 8 აგვისტო ითვლება ამაში და 12-ში მორჩა. შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ომი იყო...

მამუკა მდინარაძე

1786459888

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება

სახელმწიფოს მიერ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტის შეძენისა და მკურნალობის პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით...

დავით ქართველიშვილი

1786457914

ახალი ამბები

სპორტის მინისტრმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ შინდისში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მ...

სპორტის მინისტრმა