2019 წელს დაბადებულ ვირას ალბათ ეღუტუნებოდა, როცა დედა შიშველ ზურგზე, ლურჯი მელნით აწერდა - ნინო თარხნიშვილის ემოციური პოსტი

ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„2019 წელს დაბადებულ ვირას ალბათ ეღუტუნებოდა, როცა დედა შიშველ ზურგზე, ლურჯი მელნით აწერდა სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს და ტელეფონს, იმ შემთხვევისთვის, თუკი ვირა მარტო დარჩებოდა.

თუკი დედა დაიჭრებოდა.

თუკი დედა მოკვდებოდა.

სანამ დედა ვირას ზურგზე აწერდა სახელს, იქნებ თან ასე ართობდა:

მოდი, დე, ვითომ ზურგზე მზე ამოგივიდა, ჩიტები მოფრინდნენ, ბავშვები ბურთს თამაშობენ…

მოიცა, მოიცა, არ გაინძრე, თორე, აი, ჩიტს უშნო ფრთა მივახატე.

ჰეჰ, რა ლამაზი გაზაფხული დადგა შენ ზურგზე.

და ვირაც იცინის, თან ეღუტუნება, თან უხარია, ეს რა კარგი თამაში მოიფიქრა დედამ.

თან უკვირს, რა დაემართა დედას?

ცოტა ხნის წინ, ლოყებს რომ იფერადებდა ფლომასტერებით, დედა შენიშვნას აძლევდა ხოლმე.

ახლა კი თავისი ხელით უფერადებს ზურგს.

დედა მშვიდადაა.

სრულყოფილად მოხატა ვირას ზურგი.

ახლა რომც მოკვდეს, ვირას ზურგი ინახავს თორმეტნიშნა რიცხვს, წინ პლიუსით, როგორც ზღაპრული ხახვის ფურცლებს, გზის გასაგნებად, გადასარჩენად.

მთავარია ლურჯმა მელანმა გაძლოს ვირას ოქროსფერ ზურგზე.

პ.ს. ხანდახან დასახიჩრებულ გვამებზე უფრო შემზარავი, ერთი შეხედვით, უბრალო, უსისხლო ფოტოებია.

სიტუაცია იმდენად მძიმე და დრამატულია, ამ ყველაფერზე რაღაც მხატვრული სიტყვების რახა-რუხი ზედმეტი მგონია, მაგრამ მაინც, ხელი წამიცდა 🙁“

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵„ბესლანის ტკივილი პირველად 2008 წელს განახლდა და მეორედ ახლა... როცა რუსი ჯალათების ხელში ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია“ - ნანა ლეჟავა

🔵„ჩვენს ქვეყანაში არსებობს ხალხი, ვინც ამ ერის და „ალტ-ინფოს“ მხარესაა, ბავშვების მკვლელობის მხარეს, სატანის და ანტიქრისტეს მხარეს...“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

🔵ისეთი სამარცხვინო განცხადებები კეთდება, არაფერი აღარ მჯერა მაგათი - კალაძე უკრაინის ხელისუფლებაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე