"ქალბატონი, რომელსაც შეუძლია ყველას დააბრალოს რუსეთთან კავშირი, თვითონ არის დაკავებული რუსული პროდუქციის რეკლამირებით და რა ჰქვია ამას?"

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელ ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს:
"ეს გახლავთ მაიონეზი ,,სლობოდა".
მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი !!!
არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა სიას, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი საკითხი დააკავშირონ მხოლოდ და მხოლოდ სიბოროტესა და ღალატს, მაგრამ როდესაც შენ, შენს მეგობრებს, შენ ვისაც მხარს უჭერ იმათ მიმართ ესა თუ ის ადამიანი უაპელაციოდ ცდილობს დაადანაშაულოს ისეთ საშინელებებში რასაც ქვია მკვლელობა, გენოციდი და ა.შ, მაშინ თავს ვთვლი ვალდებულად ყველას, ყველაფერი შევახსენო და ავუხსნა!!!
ახლა რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?
ეკა მიშველაძე, რომელიც გახლავთ ტვ პირველის ჟურნალისტი, 24 საათი იმას გაჰკივის, რომ საქართველოს ხელისუფლება თურმე ეხმარება რუსეთს და თურმე დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებით, რუსეთი ყიდულობს იმ იარაღებს რომლითაც მანიაკი პუტინი უდანაშაულო ხალხს კლავს.
ახლა კი ჩემი პასუხი ქალბატონ ეკას.
ქალბატონო ეკა, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც რუსული პროდუქციის რეკლამაში იღებთ მონაწილეობას, თქვენი ქმედებით რუსულ პროდუქციას ემატება შემოსავალი, ეს ის შემოსავალია, რომლითაც რუსები ყიდულობენ იარაღებს და სწორედ ამ იარაღებით ხდება ყოველ დღე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობები.
კიდევ ვიმეორებ, თქვენ ირიბად ეხმარებით რუსეთს რათა ჩაიდინონ ის ბოროტება, რასაც ჩადიან!!!
თქვენ ხომ შეგიძლიათ უარგუმენტოდ დააბრალოთ ყველას მკვლელობაში თანამონაწილება? ჰოდა ახლა მაინტერესებს, თქვენ რომ ეხმარებით რუსულ კომპანიას შემოსავალში, თქვენ გამოდიხართ თუ არა მკვლელი?
უბრალოდ პასუხი მინდა თქვენგან, ხართ თუ არა თანამონაწილე იმ საშინელებებისა, რომელიც უკრაინაში ხდება? კი - თუ არა?
დავაკვირდი, ვინც ყველაზე მეტად იჭეჭება ამ რუსეთზე, სწორედ ისინი არიან შინაგანად ყველაფერზე წამსვლელები რუსეთისთვის და რუსული ფულისთვის - კონკრეტული მაგალითი კი აქ არის მოყვანილი.
ქალბატონი, რომელსაც შეუძლია ყველას დააბრალოს რუსეთთან კავშირი, თვითონ არის დაკავებული რუსული პროდუქციის რეკლამირებით და რა ქვია ამას?
ზუსტად იგივე სიტუაციაა რაც ხდება გიგა მაქარაშვილის ისტორიაშიც - კაცი, რომელიც 24 საათი გაჰკივის რუსეთი, რუსეთიო, თვითონ იყო წლები პუტინის პარტიის პიარის სამსახურის უფროსი, ანუ თანამონაწილე იმ სიბოროტისა რაც ხდება ახლა უკრაინაში!!!
მშვიდობა უკრაინას და მშვიდობა საქართველოს და დიდება სიმართლეს და არა ფარისევლობას.!!
(რუსულ ფულს სუნი არ აქვს - ვანო მერაბიშვილი/2011 წელი)
წერტილი.
აქვე, ობიექტური რომ ვიყო დავდებ ქალბატონი ეკა მიშველაძის პასუხსაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და თქვენთვის მომინდვია დასკვნები "იცოდა თუ არა?"
"მეგონა, რომ პროდუქცია უკრაინული იყო.
თუმცა საერთოდ არ ვიცოდი, ამ რუბრიკას თუ ინტერვიუს სარეკლამო სახე ჰქონდა.
ზოგადად, ერთი უწყინარი საახალწლო ინტერვიუ და ფოტოსესია უნდა ყოფილიყო მეგობრებთან ერთად.
რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყნის პროდუქციის რეკლამა პრობლემად მიმაჩნია, ამიტომ ვწუხვარ ძალიან, უნებლიეთ რომ ასე გამოვიდა". - დასძენს ეკა მიშველაძე", - წერს ირაკლი ლატარია.
1760463316
ახალი ამბებიალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება
ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...
1760461672
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...
1760459588
მსოფლიოზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...
1760457589
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...
1760457488
საზოგადოებაელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება
საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...