„რა ვუთხრა ჩემს შვილს, როცა მკითხავს შენ სად იყავი როცა რუსი გვჟლიტავდაო? გავიქეცი თქო ვუთხრა? - არა, ვრჩები!!!“ - უკრაინაში მყოფი ქართველის ემოციური მიმართვა

„ჩემი პატარა ნიკოლი საღამოობით სულ სხვანაირად მეხუტება, თითქოს ბოლოჯერ აი ისე... მომეხუტება და მიმღერეო მთხოვს, ხან მეგრული დიდოუ ნანა გამახსენდება, ხან აჭარული სიმღერები... ჯერ მიყურებს თვალებში, ასე მგონია მიმახსოვრებს...  მერე გულის მხარეს დადებული აქვს თავი და მისმენს მთელი გულისყურით,  ამომხედავს ცალი თვალით, მე კიდე თავს ვიკავებ ცრემლი არ დაინახოს ჩემი...“, - წერს  უკრაინაში მყოფი ირაკლი ბერიძე სოციალურ ქსელში.

„მოგესალმებით ძვირფასებო,

ვიცი ,რომ განიცდით ჩვენს მდგომარეობას. თქვენი აჩქარებული გულისცემა ჩვენამდე აღწევს ,როგორც მაღლა აღმართული შეკრული მუშტი  უამრავი თავბრუდამხვევი ამბები ხდება ჩვენს ირგვლივ, მაგრამ ის, რაც უკრაინის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ხდება ვერც კი შეედრება მას.

მიკულიჩინი- ყველაზე დიდი სოფელია უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში, აქ სამუშაო ვიზიტით ჩამოვედით, მაგრამ განგებამ ისე მოაწყო ,რომ ასეთ რთულ პერიოდშიც კი არ გვიფიქრია მისი დატოვება.

ჩემი ესკიზი "გუცული ნადიას ვნებანი“ თუ გახსოვთ იქ ვწერ, რომ გუცულები ქართველებს ჰგვანან რაღაცით თქო ... არ მიწყინოთ, ზოგიერთ ასპექტში გვაჯობეს კიდეც.

რესტორნის მეპატრონის გადაწყვეტილებით საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება იმუშავებს, როგორც ჰოსპიტალი ან სასადილო ჯარისკაცებისთვის, ჩვენ მათ აქ დავჭირდებით... მანამდე... მანამდე კი სრული მობილიზაცია გამოცხადდა, დაურიგდა საბრძოლო იარაღი როგორც კაცებს, ასევე ქალებს, ტარდება სწავლებები თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში.

ალბათ ყველა ხედავთ როგორი ერთობა და სიმამაცე გამოიჩინა ერმა,ერთი გოჯი მიწის დამთმობი არ არიან, იმიტომ, რომ სიმართლე მათ მხარესაა, ამიტომ მეც მათთან ერთად ვარ.

იყო შემოთავაზება:- გაგიყვანთ პოლონეთის საზღვარზე... ოცდახუთი კაცი მიყურებს თუ რას ვიტყვი, აქ ყოველი სიტყვა სხვა ჭრილში ჟღერს...- და რა ვუთხრა ჩემს შვილს, როცა მკითხავს შენ სად იყავი როცა რუსი გვჟლიტავდაო? გავიქეცი თქო ვუთხრა? - არა, ვრჩები!!!

უნდა გენახათ ორმოცდაათი, იმედით და სიყვარულით გაბრწყინებული თვალი ჩემი პატარა ნიკოლი საღამოობით სულ სხვანაირად მეხუტება, თითქოს ბოლოჯერ აი ისე... მომეხუტება და მიმღერეო მთხოვს, ხან მეგრული დიდოუ ნანა გამახსენდება, ხან აჭარული სიმღერები... ჯერ მიყურებს თვალებში, ასე მგონია მიმახსოვრებს...  მერე გულის მხარეს დადებული აქვს თავი და მისმენს მთელი გულისყურით,  ამომხედავს ცალი თვალით, მე კიდე თავს ვიკავებ ცრემლი არ დაინახოს ჩემი... ამის საშუალება, რომ მაქვს იმ ბიჭების დამსახურებაა კიევს და სხვა ადგილებს გმირულად, რომ იცავენ.

ჩვენ დღეს აქ ვართ, შედარებით უსაფრთხო ადგილას. ხვალ შეიძლება იქ, აღმოვჩნდე ...

ყველა მიყვარხართ, მაგრამ ნუ მეძახით ჩამოდიო, ეს ჩემი შვილის სამშობლოა, აქ დაიბადა და იზრდება, ეს გმირების სამშობლოა და მათთან ერთად ცხოვრებაც და ბრძოლაც დიდი პატივია  Слава Україні !!!

Героям слава !!!“, - წერს ირაკლი ბერიძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ვფიქრობ, უკრაინამ ომი მოიგო, იმიტომ რომ როცა ომი დაიწყო რუსები ბანკომატებს მიაწყდნენ, უკრაინელები კი - კომისარიატებს“

🔵 „უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“ - ნინო ლომჯარია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1791570692

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დ...

ლევან მაჭავარიანი

1791569517

ახალი ამბები

ილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“

მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...

ილია სულამანიძე

1791568437

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....

მარკო რუბიო

1791566153

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...

ანალიტიკოსი

1791564647

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...

კულტურის მინისტრი