"რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი, დეპოლარიზდით თქვე გამოთაყვანებულებოო, ამიტომ გვეხვეწება ეს გადაქანცული დასავლეთი"
"რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი, დეპოლარიზდით თქვე გამოთაყვანებულებოო, ამიტომ გვეხვეწება ეს გადაქანცული დასავლეთი", - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს.
"ძვირფასებო, დასავლეთი ომში ჩართვას არ გვთხოვს.
რუსეთს ჩვენს უძირო ცაზე (გინაც ცა-ფირუზზე) ხუთი გადაფრენა ეყოფა, რომ საქართველო აღარ იყოს, რადგან ისრაელის თავდაცვა რომ გვქონდეს, მაშინაც კი, კრებითი სუბარუებით ომს შევძლებთ კი არა, უწყინარი, მშვიდობიანი, რუტინული, პატარიკა რეფორმების აწევა რომ სჭირდება, აი მაგ კანდიდატის სტატუსს ვერ ვქაჩავთ.
ჯერ როგორ არ უნდა შეგრცხვეს, რეფორმების ფუსფუსს თავი ვერ მოაბა და მიზეზად ბებიის გარდაცვალება, ლიფტში გაჭედვა და ომის საფრთხე მოიმიზეზო.
ჰოდა კიდევ, 2008-ში სამ დღეში შეჩერდა ომი სწორედ დასავლეთის დახმარებით, რადგან ამჟამად, ჩვენი ზომა-წონის და შეიარაღების ქვეყანას რუსეთის ერთი თვე შეკავებაც კი არ შეუძლია.
ერთი კვირის სამყოფი ბომბი რომ თავზე დაგვაცალოს რუსეთმა, აი ეგ არავის არაფერ ხეირს აძლევს, გარდა თავად რუსეთისა, რომლის მოსახლეობაც შეუპოვრად მოიწევს და სახლდება ჩვენს ქალაქებში.
ასე რომ არავის აქვს აქ არანაირი აყალმაყალის ინტერესი, გარდა რუსეთისა და ისიც ისე შეჭირვებულია ფინანსურად უკვე, რომ ურჩევნია თავად დავხოცოთ ერთმანეთი, მისი ხარჯის გარეშე.
ჰოდა, რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი, დეპოლარიზდით თქვე გამოთაყვანებულებოო, ამიტომ გვეხვეწება ეს გადაქანცული დასავლეთი.
ასევე, დასავლეთს, რომ ვეხვეწოთ, ომი გვინდაო, ვერც იარაღს მოგვცემს, უკრაინაში იმხელა ფინანსური ხარჯი აქვს, კიდევ ჩვენ ვაკლივართ.
ჯერ მხოლოდ მაკრონს უსმინეთ, სიხარულით გააჩერებდა ომს უკრაინაშიც, ისე ეშლება ნერვები, ჭარბი მოვალეობები რომ გაუჩნდა და კრუასანის ჭამა უგვიანდება დილაობით.
ახალი ფრონტი უნდა კიდევ? მოკლედ, მატყუარებს ნუ მოუსმენთ.
ომი რომ არ გვქონდეს, შიმშილი რომ მორჩეს და უკეთესი განათლება და მედიცინა გვქონდეს, ამიტომ გვინდა დასავლეთი.
ხო, ხო, ანგარებით გვინდა დასავლეთი, ჰოდა წესიერი, აზრიანი მომლაპარაკებლებია საჭირო მთავრობასთან, რომ სკამების კარგვის შიშებს არ გადააყოლოს ქვეყნის, ანუ ჩვენი ყველას შვილების მომავალი", - წერს ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
*„მინდა გამარჯვებულს ვხედავდე, თავისუფლებაზე“ - სოფო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას დაბადების დღეს ულოცავს
1773584904
ახალი ამბებინინო ფოჩხუა ჯანგირაშვილს: შეუმდგარი ტელევიზიის დაფინანსების მათხოვრად ქცეულო ქალბატონო ნინო, ჯერ ერთი ივანიშვილის „გადაფსიხება“ სად გინახავთ ან ვინ გითხრათ რომ კობახიძე შეკვეთილშია დაბარებული?
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის ნათქვამს ეხმიანება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შემდეგ შეკვეთილში დაიბარა. „შეუმდგარი ტელევიზიის დაფ...
1773583060
ახალი ამბებიგეოლოგი ანრი ნამიჭეიშვილი: დაახლოებით 15 სახლია სრულიად დანგრეული, სახლების დარჩენილი უმეტესობა მძიმე დაზიანებითაა, რომელშიც ცხოვრება შეუძლებელია და პირადი ნივთებისთვის შესვლაც კი საშიშროების შემცველია
დღეის მდგომარეობით კვლავ სტაბილურად მიმდინარეობს პროცესები, მაგრამ კონკრეტულ ლოკაციებზე, ლოკალური უბნები კვლავ აქტიურდება. დაგვემატა ერთი ჯგუფი, დილიდან ვახორციელებთ მეწყრის კონტურის სრულ შემოვლას, რა...
1773582960
ახალი ამბებივოლსკი პატრიცია გჟებიკზე: ხელისუფლებამ დამატებით საკმაოდ არგუმენტირებული ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა, არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი კონკრეტული ამოცანით ჩამოვიდა
ხელისუფლებამ საკმაოდ არგუმენტირებული და საფუძვლიანი დამატებითი ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა. არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი კონკრეტული ამ...
1773580726
მსოფლიო„შეწყვიტეთ ცეცხლი! გაიხსნას დიალოგის გზები!“ - რომის პაპი კონფლიქტის მხარეებს
რომის პაპი ლეო XIV კვლავ მოუწოდებს მხარეებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ, ომის დასრულებისა და დიალოგის ხელახლა დაწყებისკენ. „ძვირფასო ძმებო და დებო, ორი კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის მოსახლე...
1773578705
ახალი ამბებიმათიკაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: პრაქტიკულად გვთხოვენ, რომ სახელმწიფო გავაუქმოთ
„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული ე.წ. ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პოლონელ ექსპერ...































