ილია დარჩიაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მადრიდის სამიტის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები გვაძლევს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს

"მოცემულ მომენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს ალიანსის სპეციალური საბჭოს სხდომაში, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და იმ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც გვაქვს ორმხრივ ფორმატში ნატო-სა და საქართველოს შორის", – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამიტის ფარგლებში მიღებულია კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს.

"პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი არის ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია 2030, რომელშიც გაწერილია გრძელვადიან პერსპექტივაში ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც ექნებათ ნატო-სა და საქართველოს მომავალში.

მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია საქართველოზე მორგებული თანამშრომლობის ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც ეხმარება საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ჭრილში თანამშრომლობის გაღრმავებაში და ბოლო დოკუმენტი, ასევე საქართველოზე მორგებული დამხმარე ღონისძიებების დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო ჩვენი, ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის.

რა თქმა უნდა, ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია 2030, ეს არის დოკუმენტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც არის შესაძლებლობა, რაც არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველოს მისამართით, რომ ღია კარის პოლიტიკა აქტუალურია და ღია კარის პოლიტიკა აძლევს ჩვენს ქვეყანას იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ გააგრძელოს ნატო-ში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამავე თემაზე:

* ნატო მადრიდის სამიტის შემდეგ, ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს - დეკლარაციაში ნახსენებია საქართველოც

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773593801

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს. მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერ...

მეწყრი

1773592901

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ევროკანონმდებლები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ, საქართველოს კრიტიკოსი ეს „ოროსნები“ ითხოვენ მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირებას - ვითომ იცნობენ ჩვენს გამოწვევებს და რუკის წაკითხვა არ იციან

კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა „მგმობ“ რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გ...

ექსპერტი

1773590905

ახალი ამბები

მეუფე შიო: ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად გადაიქცევა

ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია, არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ...

ლლლ

1773589416

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ჯანგირაშვილზე: ეს მოაზროვნე ემბრიონი იძახის, ბიძინასთვის ისეთი მნიშვნელოვანია ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომ კობახიძესთან გამართა კონსულტაციები - ნამუსი რომ გააჩნდეს, ბიძინას სახელს არ უნდა ახსენებდეს

ძალიან სუსტი პროპაგანდა აქვთ. აქტორები ხომ პლინტუსს დაბლა, - ასე აფასებს გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი ჟურნალისტის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, „მოსკოვის მექანიზმის“ გამო, ბიძ...

გიორგი გამსახურდია

1773587629

ახალი ამბები

ვახტანგ თოფურია: თბილისისადმი გზავნილი - „შეინარჩუნეთ პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“ - არათანმიმდევრულია, ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს სტრატეგიული მიტოვებაა

თბილისისადმი მიმართული გზავნილი არათანმიმდევრულია: „შეინარჩუნეთ დემოკრატიული და პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, თქვენს გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ...

ვახტანგ თოფურია