რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახდენს, ანუ დამოუკიდებლობას გვართმევს - რას წერს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი

არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რასაც ახლა დავწერ, უბრალოდ ვარაუდი არ არის, ხანგრძლივი დაკვირვებისა და კვლევების შედეგია. შევეცდები, მოკლედ და გასაგებად ჩამოვაყალიბო:

საქართველოს საზოგადოების გამოკვეთილი უმრავლესობის მისწრაფება დასავლეთისკენ და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ არის პოლიტიკური ელიტების რიტორიკის (ანუ, ზემოდან „ზეწოლის“) შედეგი, რომელიც 1990 წლებიდან მოყოლებული ძირითადად დაუკავშირდა და გამყარდა ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეით (შეგვიძლია ეს პროცესი 1918 წლიდანაც დავიწყოთ).

დასავლეთთან ინტეგრაციისკენ მისწრაფება საქართველოში არ უკავშირდება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ ერთგულებას.

მეტიც: როგორც კი ევროკავშირთან ინტეგრაციის თითქოს საყოველთაოდ გაზიარებულ იდეას კონკრეტულ ინდიკატორებად დავშლით და ვიტყვით, რომ ეს იდეა ნიშნავს უმცირესობების უფლებების დაცვას, სიტყვის (მედიის) თავისუფლებას, სეკულარიზმს (ანუ მართლმადიდებლური ინსტიტუტების უნივერსალური გავლენის უარყოფას) და ა.შ., თითოეული ამ ინდიკატორის მიმართ უმრავლესობა სკეპტიკურადაა განწყობილი და დემოკრატიის მიმართ მისი ლოიალობაც გაიწოვება.

შესაბამისად, რუსეთის არმოწონებას საქართველოში ის კი არ ასაზრდოებს, რომ რუსეთი ანტიდემოკრატიული ქვეყანაა, არამედ ის, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახდენს, ანუ დამოუკიდებლობას გვართმევს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორიც ესაა.

ძალიან პესიმისტურად რომ არ გამომივიდეს, ვიტყვი, რომ ერთადერთი ჯგუფი, რომელშიც დასავლური მისწრაფებები თანაბრად და სტაბილურად უკავშირდება როგორც საქართველოს დამოუკიდებლობას, ისე დემოკრატიულ ღირებულებებს, ახალგაზრდობაა.“ - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ასევე საინტერესოა:

🔵  მიხეილ ყაველაშვილი: ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში ... ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო...

🔵 „ვინც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბახვას ყველა ქრისტიანული წესის დაცვით მივაბარებთ თავის მამიკოს, ძმას, წინაპრებს...“ - ხათუნა ხოფერია

🔵 უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსეთთან შეთანხმებით უსაფრთხოების სამი დერეფანი ამოქმედდება, მათ შორის მარიუპოლში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791451834

ახალი ამბები

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე, მეწ...

მეწყერი

1791450491

ახალი ამბები

ლაშა ბექაური 1/8 ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზ...

ლაშა ბექაური

1791449770

ახალი ამბები

ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის...

ლენტი ლენტი

1791449036

მსოფლიო

ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო

„ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ...

ევროკავშირი

1791448940

საზოგადოება

პროკურატურამ სერგი ყანჩელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა სერგეი ყანჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩ...

პროკურატურა