"სააკაშვილის ჩამოსვლა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირება და არჩევნებში ეს შედეგი მხოლოდ ერთ კაცს აწყობდა. გაიმარჯვა ბიძინამ" - ნათია მეზვრიშვილი
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას ფეისბუკის მეშვეობით ავრცელებს:
"სააკაშვილის ჩამოსვლა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირება და არჩევნებში ეს შედეგი მხოლოდ ერთ კაცს აწყობდა. გაიმარჯვა ბიძინამ.
დღე ნაცმოძრაობის მხარდაჭერა ოცნების მხარდაჭერას უდრის და პირიქით.
ნებისმიერი პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის ქოლგის ქვეშ დადგება ან ოცნების მაშველი რგოლი იქნება, იმუშავებს ბიძინას სასარგებლოდ.
ბიძინას სასარგებლოდ მუშაობა ნიშნავს საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ მუშაობას (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად) იმიტომ, რომ არაერთხელ გვითხრეს - ან ბიძინა ან საქართველოს ევროპული მომავალი.
თუ გვინდა, რომ ბიძინას გამარჯვება მხოლოდ ნაცმოძრაობის შიდა არჩევნებით შემოიფარგლოს და საქართველოსთვის ბრძოლა ხალხმა მოიგოს, არც ნაცმოძრაობას, არც ოცნებას და არც ერთ პარტიას, რომელიც ან ნაცური ქოლგის ჩრდილში დგას ან ოცნების მაშველი რგოლია, ხმა არ უნდა მივცეთ.
არც ერთ პარტიას, რომელიც იმუშავებს ხალხის და პარტნიორების ნდობის დასუსტებაზე, ნიჰილიზმის დათესვაზე და ფუჭი მოლოდინების შექმნაზე, ხმა არ უნდა მივცეთ.
რეალურად ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი ბრძოლა #საქართველოსთვის ახლა იწყება.
უნდა ვიმუშაოთ ხალხის ნდობის მოპოვებაზე, ვისაუბროთ საქმეზე, საქმეზე და მხოლოდ საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ იქნება ამაზე ბინძური დღის წესრიგების შექმნის მცდელობა. და აუცილებლად უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი არჩევნებისთვის, რომელმაც უნდა შეზღუდოს ორივეს ძალაუფლება",-წერს, ნათია მეზვრიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1781673318
მსოფლიო„მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია“ - რომის პაპმა აშშ-ირანს შორის მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასა
რომის პაპმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად და აღნიშნა, რომ მადლობელია ღმერთის, რადგან მხარეებმა შ...
1781671531
ახალი ამბებიგია ვოლსკი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშზე: არათუ უსამართლობაა, სერიოზული კონსპირაციული გეგმაა
„არათუ უსამართლობაა, სერიოზული კონსპირაციული გეგმაა“, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დღეს განსახილველ ანგარიშს. „ევროპარლამენტიდან შემოტევა მიმ...
1781641796
ახალი ამბებიფაშინიანი: პარლამენტში წარმოდგენილი ამჟამინდელი ოპოზიცია სრულიად უკანონო საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა, რის გამოც სახელმწიფოს აქვს კანონიერი უფლება, მომავალში ამ წრეებს პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა შეუზღუდოს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისგანცხადებით, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კვლავ აქტუალურია და მათ საკმაოდ კონკრეტული ფორმა მიიღეს. ამის შესახებ პრემიერმა სამშაბათს, პარლამენტში 202...
1781640383
ახალი ამბებიპროკურატურამ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მკვლელობისმცდელობის, ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდაღკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღისმართლსაწინააღმდეგო შეძენის ფაქტებზე ორ პირსბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...
1781638067
ახალი ამბებიThe Telegraph: ევროპა ნელ-ნელა აცნობიერებს კაია კალასის აბსურდულობას
„ევროკავშირს 2010 წლიდან აქვს დინამიკური სახელწოდების მქონე საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) - ბოლო 18 თვეა, ესტონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს უკავია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი...































