"სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ციხეში იჯდეს" - მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა - "ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით".
მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა.
წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა.
ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა.
ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია.
ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.
და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს - სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს.
და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!
ჩემი მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს.
"მძინარე ცხინვალის დაბომბვის" აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ ნეტავ?!", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
🔴 ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა
1790751102
საზოგადოებამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...
1790748959
საზოგადოებააკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: 81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა, 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე
81 ათას ადამიანს, ოჯახს შეუმსუბუქდება ფინანსური ყოფა. 40-ათასიანი ზღვარი აიწევს 100 ათასამდე, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...
1790748037
საზოგადოებალევან მაჭავარიანი IRI-ის კვლევაზე: მოსახლეობა ოპოზიციისგან, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა აგენტურით არის დაკომპლექტებული, მხოლოდ საბოტაჟის მცდელობას ხედავს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული შედეგი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის და ოპო...
1790747369
საზოგადოებამაჭავარიანი: შეიძლება ისიც კი ივარაუდო, ხელოვნურად არ სურს ევროკავშირს გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, ვეტოს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა
„შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს, ამავდროულად სურ...
1790746044
საზოგადოებაცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი ქონების გადასახადისგან სრულად თავისუფლდება, პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. ცვლილების მიხედვით, მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი ასი ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. გასული წლის მონ...


























