"სხვადასხვა პარტიას შორის პენი*ების დატოლება საერთო საქმეს დააზიანებს" - გია ნოდია 20 ივნისს დაანონსებულ აქციაზე

"სხვადასხვა პარტიას შორის პენისების დატოლება საერთო საქმეს დააზიანებს", - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ნოდია 20 ივნისის დაანონსებულ აქციას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ფეისბუკში" ხალხი ბრაზობს ვიღაცებზე, ვინც თითქოს ამბობს, რომ 20 ივნისის მიტინგი „არაპოლიტიკური“ უნდა იყოს, ან რომ მასში პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.

ოღონდ არ ამბობენ, კონკრეტულად ვინ ჰყავთ მხედველობაში.

რომ ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძეა კრიტიკის მთავარი ობიექტი.

გადავამოწმე და მას მხოლოდ ის უთქვამს, რომ მიტინგზე კონკრეტული პარტიების დღის წესრიგი კი არ უნდა იყოს წინა პლანზე, არამედ ის, რაც გვაერთიანებს: საქართველოს ევროპული მომავალი.

ეს, ჩემი აზრით, სრულიად სწორია.

რა თქმა უნდა, 20 ივნისის მიტინგი აპრიორი პოლიტიკურია; პარტიებმა, ვისთვისაც ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი თემაა, მასში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ.

მაგრამ ისიც ცხადია, რომ სხვადასხვა პარტიას შორის პენისების დატოლება (რის გარეშე პარტიებს, მათი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ) საერთო საქმეს დააზიანებს.

მოგვწონს ეს ფაქტი თუ არა, საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან ბევრი ადამიანი პოლიტიკურ პარტიებს არ ენდობა; შეიძლება მათ ამაში არ დავეთანხმოთ, თუმცა საერთო ინტერესშია, რომ მიტინგზე ასეთი ადამიანებიც მოვიდნენ.

ხელისუფლება ამ ყველაფერს ნებისმიერ შემთხვევაში ნაცების მიტინგად გამოაცხადებს: ასეთი რაღაცების დაიგნორება უნდა ვისწავლოთ.

არსებობს ევრომაიდანის მაგალითი:

იქ პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ, მაგრამ წამყვანი მოთამაშეები არ იყვნენ. გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობდა, მაგრამ პროცესი ორგანიზებული იყო. როგორც ჩანს, ეს ყველაზე მოგებიანი ფორმულაა.

თუ პრეტენზია გვაქვს, რომ ევროპელები ვართ, პირველ რიგში ეს იმით უნდა ვაჩვენოთ, რომ სხვადასხვა შეხედულებების და პრიორიტეტების ადამიანებს ერთად დგომა შეგვიძლია, როცა ქვეყნისთვის ძირეული პრინციპების დაცვას ეხება საქმე“, - წერს გია ნოდია.

ამავე თემაზე:

* „ახლა მე მაქვს შეკითხვა „ოცნებასთან“: ომი გინდათ?!!!!! ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან“ - პაატა ბურჭულაძე

* ხათუნა ხოფერია: „20 ივნისს დაანონსდა ნაცსექტის აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა "ნაციონალების" ორი დაჯგუფებაა“

* თბილისში 20 ივნისს აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართება - "ამ დღეს, არ უნდა იყოს არცერთი დროშა გარდა საქართველოს და ევროკავშირისა"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794079367

მსოფლიო

კრაკოვში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 დაშავებული კი  კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას Polsat News-ი ავრცელებს. მალოპოლსკის საევოვოდოს გუბერნატორის იან კლეჩ...

კრაკოვში სროლის შედეგად

1794077884

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა 7 ნოემბერზე: მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც „იმედი“ იცავს

მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც იცავს „იმედი“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „ღია ეთერი“ 2007 წლის 7 ნოემბრ...

კინორეჟისორი

1794075568

მსოფლიო

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის თანახმად, პარიზში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით...

 საპროტესტო აქციები

1794074400

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: 2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს

2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს, თუ თვლიდნენ რომ სახელმწიფო იყო გადასარჩენი 2 ნოემბერს იყო გადასარჩენი და არა 7 ნოემბერს. 7 ნოემბერ...

გოგა ხაინდრავა

1794071424

ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში „ავჭალის“ სტადიონზე კანადის ნაკრები დაამარცხა. საქართველო – კანადა 59:14 პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბ...

საქართველოს ნაკრებ