„ახლა მე მაქვს შეკითხვა „ოცნებასთან“: ომი გინდათ?!!!!! ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან“ - პაატა ბურჭულაძე
„ახლა მე მაქვს შეკითხვა „ოცნებასთან“: ომი გინდათ?!!!!! ...უნდა შეეგუოთ მწარე სიმართლეს: თქვენ ჩაგითრიათ და დაგღუპათ ბიძინა ივანიშვილმა" - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა მე მაქვს შეკითხვა ,,ოცნებასთან": ომი გინდათ?!!!!!
თუ თქვენი უმსგავსო პოლიტიკის და გზავნილების შედეგად არ მოგვანიჭებენ ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან.
სანამ წარუმატებლობას ოპოზიციას გადააბრალებთ კიდევ ერთხელ და უმჯობესია ბევრჯერ გადაიკითხეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია.
თუ თქვენთვის ის დამამცირებელი,შეურაცხმყოფელი და სიცრუეა,საქართველოს მოქალაქეებისთვის ის უაღრესად სამართლიანია.
ჩვენთვის დამამცირებელი იყო,როდესაც ევროპა შეგნებულად თვალს ხუჭავდა თქვენს გაყალბებულ არჩევნებზე და შანსს გაძლევდათ გამოსასწორებლად.
დღეს მთელი მსოფლიო მიხვდა თუ რა მავნებლები და გადამგდებლები ხართ.
ეხლა,რაც შეგეხებათ თქვენ პიროვნულად!
უნდა შეეგუოთ მწარე სიმართლეს: თქვენ ჩაგითრიათ და დაგღუპათ ბიძინა ივანიშვილმა.მასთან ერთად ყოფნა კარგი რომ ყოფილიყო ვერ დამასწრებდით.მე ვიყავი პირველი ვისაც მეპატიჟებოდა და ამაში დიდ ფულსაც მთავაზობდა და დღეს თქვენგან განსხვავებით მე შემიძლია,ჩემს შვილებს,მეგობრებს და საქართველოში ყოველ მოქალაქეს, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, არ შემრცხვეს და თვალებში ჩავხედო.
იმ სიტუაციიდან გამომდინარე,რაც დღეს საქართველოში და მსოფლიოშია ერთადერთი სწორი ნაბიჯია იქნება,რომ გაემიჯნოთ მას.ნუ მიიღებთ საქართველოს უკუსვლაში მონაწილეობას.ბიძინას უკვე არაფერი ეშველება.მას უკვე იმდენი ბოროტება აქვს ჩადენილი,რომ ვერ ასცდება სასჯელს ვერც აქ და ვერც საზღვარგარეთ. ნუ აჰყვებით პრემიერის და მისთანა ხელისბიჭების უაზრო და მავნებლურ განცხადებებს, მათ სხვა გზა აღარ აქვთ და იძულებულები არიან იძახონ სისულელები,რომლისაც თვითონ არ სჯერათ. ნუ გამოუცხადებთ ომს საკუთარ ხალხს და მასთან ერთად თქვენს ოჯახის წევრებს.განსაკუთრებით თქვენს შვილებს.ისინი უდანაშაულოები არიან და მათ ხომ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში.
თუ ომს აირჩევთ იცოდეთ,აუცილებლად დამარცხდებით.
მესმის,რომ არის მთავრობის რამდენიმე წევრი,რომლებსაც უკვე ძალიან შეტოპილი აქვს უმსგავსოებაში,მაგრამ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სახე.
რაც შეეხება სტუდენტებს:
გეთანხმებით,რომ თქვენ გაქვთ პრობლემები,რომელსაც აპროტესტებთ,მაგრამ პირველ რიგში უნდა დაიცვათ თქვენი და მთელი საქართველოს მომავალი.ასე,რომ ჩემო საყვარლებო,მოკიდეთ ხელი თქვენს მეგობრებს და 20 ივნისს 20 საათზე ყველანი უნდა მიხვიდეთ აქციაზე თორემ თუ ამ მთავრობამ გაიმარჯვა,მალე გამოცდებს ჩააბარებთ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიაში და ძალით გათქმევინებენ თუ როგორი ქველმოქმედი,სახელმწიფო მოღვაწე,უაღრესად განათლებული დიდი პოლიტიკოსია და თუ როგორ გადაარჩინა საქართველო ევროპული გარყვნილობისაგან.
ასე,რომ ჩემო მეგობრებო,ეხლა დიდმნიშვნოვლად წყდება საქართველოს ბედი.
გავერთიანდეთ.
თუ აქციაზე ოცნების მხარდამჭერებიც მოვლენ შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ.მათი მოსვლა ნიშნავს,რომ ევროპულ გზაზე თანამოაზერეები ვართ.
ღმერთი ჩვენთან!!!“, - წერს პაატა ბურჭულაძე.
ასევე წაიკითხეთ:
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































