"სულ მალე, იყო რუსი იქნება იგივე, რაც ყოფილიყავი გერმანელი გასული საუკუნის 40-იან წლებში -  ვერ გიტანდა ვერავინ"

სამოქალაქო აქტივისტი ნინო ბექაური უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე წერს და ოკუპანტი რუსეთის დამარცხებას პროგნოზირებს:

"მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების შემდეგ, შენდეროვიჩმა თქვა რომ მალე დადგება დრო, როდესაც რუსებს სახეში შეაფურთხებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ისინი რუსები არიან  და როდესაც ეს დღე დადგება, ეს არც ცუდი იქნება და არც კარგი, ეს იქნება უბრალოდ ასე.

C'est la vie.

8 წლის შემდეგ, ეს დღე დადგა.

სულ მალე, იყო რუსი იქნება  იგივე,  რაც ყოფილიყავი გერმანელი გასული საუკუნის 40-იან წლებში -  ვერ გიტანდა ვერავინ და არავინ იწყებდა იმის გარკვევას ფაშიზმს ემხრობოდი, თუ ემიჯნებოდი.

რუსებს ვერ გადაარჩენს ვერც ჩვენი სტუმართმოყვარეობა,  ვერც  თავიდან გააზრებული ვაჟა-ფშაველა, ვერც დასტაევსკი, ვერც მალევიჩი.  

ისინი გერმანელების ბედს გაიზიარებენ, სანამ მათსავით სრულად არ გაიაზრებენ რა ჩაიდინეს და თავის თავში  ბოლომდე არ დაამარცხებენ ფაშიზმს.

ასე რომ, ვინც ახლა მოგუდულში ურცხვად ახლაფორთებს სიტყვებს "კი, მაგრამ" და ჰგონია რომ ვერავინ ხედავს ან ვერავინ ხვდება მათ უინტელექტო ხიტრაჟოპობას, იცოდეს რომ რუსებს მიყვება საფლავში.

ფაშიზმის მხარდაჭერა კნუტ ჰამსუნსაც კი არ ეპატია თავის დროზე.

სამყარო არასდროს  ყოფილა ასეთი შავ-თეთრი.

არ არის აღარანაირი მაგრამ...

რუსეთუმეები გაგვინაწყენდნენ.

განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ადამიანს უნდა საკუთარ თავს პატივს სცემდეს.

ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ბავშვთა მკვლელების და მწამებლების გვერდით დგანან და იმის მაგივრად რომ ეს გადაიაზრონ (რომელი გიუნტერ გრასები ეგენი მყვანან პრინციპში, ეგ რომ გადაიაზრონ) იმას ესხმიან თავს, ვინც სარკეში ახედებთ.

მოკლედ, არაფერი ახალი.

ბოლო კვირაში, ჩემი ბევრი ფრენდი დაარეპორტეს, ვინც რუსების მიერ ჩადენილ  არაადამიანურ დანაშაულზე წერდა. ალბათ, მეც ეგ ბედი მელის.

ფეისბუკი, დასავლური პოლიტკორექტულობის მსგავსად, პალმის ქვეშ ზის და ბლომანჟეს ჭამს.

ძვირფასებო, გვიანი იქნება როდესაც ამ ბლომანჟიდან თავს ამოჰყოფთ, უკვე თქვენი თვალით დაინახავთ ყველაფერ იმას, რასაც აქამდე მხოლოდ კითხულობდით....",- წერს ნინო ბექაური. 

ასევე დაგაინტერესებთ:

📍 "სასწრაფოდ ველოდებით საჯარო ბოდიშს მთელი უკრაინელი ერის და ბუჩაში დაღუპული ბავშვების წინაშე!" - ვანო ნადირაძე ანრი ოხანაშვილს

📍 "რასაც პუტინი უკრაინაში სჩადის, ჩემთვის გენოციდს არაფრით ჩამორჩება" - ბორის ჯონსონი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790445084

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'', „ქურდული სამყაროს'' წევრობისა და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე, ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...

შემთხვევები

1790443194

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია

„მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წ...

ირაკლი კობახიძე

1790441960

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს - ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ

მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს. ეს არის ბიზნესი, რომელიც ბიზნესის კანონებით უნდა ცხოვრობდეს და მოქმედებდეს, - განაცხადა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1790439285

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება

უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პრო...

განათლების სამინისტრო

1790437000

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ეროვნულ ნაკრებზე თავდასხმაზე: საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც თავისმა ქურუმებმა მოუხაზეს, თუ ვინ არიან მათი მტრები. მტრებზე თავდასხმა, ზიზღი წარმოადგენს მათ რელიგიურ, სექტის აქტს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათთვის მტრები არიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებული აგრესიული კამპანია შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ მოვლენას უნდა შევხედოთ,...

შალვა პაპუაშვილი