„უკრაინაში დასეირნობ და სირცხვილის მოწმენდაზე საუბრობ - კი, ხალხი თვლის რომ ამ მთავრობას დიდი არაფერი დაუშავებია“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
რამდენიც უნდა იყვირო მთავრობის მოღალატეობრივ პოზიციაზე, როცა მასთან ერთად რეზოლუციას იღებ, მათ მრეცხავ პრეზიდენტს აქებ, უკრაინაში დასეირნობ და სირცხვილის მოწმენდაზე საუბრობ - კი, ხალხი თვლის რომ ამ მთავრობას დიდი არაფერი დაუშავებია, - ამის შესახებ ჟურნალისტი, ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გაღიზიანებულ პოსტებს ვნახულობ იმაზე, როგორ არ გაამართლა საქართველოში დემოკრატიამ. კვლევა აცდა ამ ხალხის განწყობას და დემოკრატია ჩარეცხეს.
ზოგი ისეთი სასოწარკვეთილია, გამიჭირდება ახსნა, რომ თავადაც ამ კვლევის ნაწილნი არიან - თავიანთი ნებისყოფით და პირველ რიგში აი ეს უნებისყოფობაა ის, რაც ცივილიზებული წყობის დამკვიდრებას აფერხებს.
კი, დეპრესიაში ვარდება ხალხი, როდესაც წარუმატებელ ბოიკოტს იწყებ.
ბოიკოტი, თუ შედეგით არ დასრულდა - აუცილებლად იწვევს საზოგადოების ფრუსტრაციას და დეპრესიას.
(ამის ყვირილით ხმა მქონდა ჩახლეჩილი ბოიკოტის გამოცხადებიდან შარლ მიშელამდე! თუ შედეგს არ მივიღებდით, ხალხი დეპრესიაში ჩავარდებოდა - საკითხავსაც კი გთავაზობდით, ბალკანური ბოიკოტების გამოცდილებას).
და კი - რამდენიც არ უნდა იყვირო არჩევნების გაყალბებაზე, თუ სიტყვა გატეხე და ცხვარივით პარლამენტში შეხვედი, შედეგების ლეგიტიმაციას ახდენ და ხალხის ნუ გიკვირთ, რომელიც ფიქრობს რომ არჩევნები სამართლიანად ტარდება.
კი, რამდენიც არ უნდა იყვირო მთავრობის მოღალატეობრივ პოზიციაზე უკრაინის მიმართ - როდესაც სალომე ზურაბიშვილი გამოგყავს ოპოზიციის აქციაზე და ტაშს უკრავ - სალომე მთავრობაა, სალომეს პოზიციაც მთავრობის პოზიციაა.
(4 მარტს დაიწყო გამოკითხვა - იმ დღეს როდესაც ზელენსკიმ მიმართა რუსთაველზე შეკრებილებს და მასთან ერთად - ფორმულამ სალომეც ჩართო და მიტინგს ტაში აკვრევინა - დასრულდა 24 მარტს - მთელი ეს დრო სალომეს ტაშის კვრა მიდიოდა).
რამდენიც უნდა იყვირო მთავრობის მოღალატეობრივ პოზიციაზე, როცა მასთან ერთად რეზოლუციას იღებ, მათ მრეცხავ პრეზიდენტს აქებ, უკრაინაში დასეირნობ და სირცხვილის მოწმენდაზე საუბრობ - კი, ხალხი თვლის რომ ამ მთავრობას დიდი არაფერი დაუშავებია.
კი, პოლიტიკური სპექტრის სიცხადეს აქვს მნიშვნელობა!
კი, დემოკრატია ნახევრად აგრარულ, არამოდერნიზებულ საზოგადოებაში რთულად მკვიდრდება მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც უფრო იოლი ლტერნატივა არსებობს და ყველა მოსახვევში უნებისყოფო ხალხი უნდა ვასულიეროთ, რომლებმაც დემოკრატიაზე ხელი ჩაიქნიეს და ახლა ძალაუფლებას იგდებენ ხელში რომ დიქტატურა დაამყარონ - ეს უნდა ბიძი ქართველ ხალხს!“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე საინტერესოა:
🔵 „სიხარულისგან ატირებული დატოვეს ბებო“ - ნიკოლოზ წულუკიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
1791304037
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...
1791299576
ახალი ამბებიჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...
1791299385
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია
ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...
1791298228
საზოგადოება„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...
1791297512
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...






























