ვერ ვხვდები, როგორ უნდა შეთანხმდეს ოლიგარქიისა და პოლარიზაციის პირობებში ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფი, როგორც ეს იდეის ავტორებს წარმოუდგენიათ - ირაკლი აბსანძე ტექნიკურ მთავრობაზე
ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"ტექნიკური მთავრობა არაკონსტიტუციური რომ არაა, გავიგე. ისიც მესმის, რომ ეს მექანიზმი აპრობირებულია და ემპირიას ეყრდნობა.
მაგრამ, ვერ ვხვდები, როგორ უნდა შეთანხმდეს ოლიგარქიისა და პოლარიზაციის პირობებში ყველა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფი, როგორც ეს იდეის ავტორებს წარმოუდგენიათ. მთავრობის წევრობის კანდიდატებიც ხომ შესათანხმებელი იქნება, რაც კიდევ უფრო რთულად წარმომიდგენია.
ერთადერთი პირობაა, რაც ამას შესაძლებელს გახდის. ბიძინა და "ოცნება" ხალხის წნეხით მორალურად უნდა ჩამოიშალოს და დემორალიზებული საპარლამენტო უმრავლესობა ყველაფერს დათანხმდება, რასაც მოვითხოვთ.
თუ ეს ასეა და მხოლოდ ამ დაშვებით ხედავენ ინიციატორები წარმატების შანსს, ჩვენც უნდა გვითხრან, ალბათ. მკაფიოდ და გარკვევით.
მეორე ამბავია რეფორმები. ყველა ვხვდებით, რომ 6 თვეში ძირეული და შინაარსობრივი რეფორმების დაწყება და დასრულება შეუძლებელია. აქაც ივანიშვილის პოლიტიკიდან განრიდების ფაქტორია, ალბათ, გათვალისწინებული.
მაგალითად, სასამართლოს რეფორმას 6 თვეში ვერ დავასრულებთ, მაგრამ ეს დრო აბსოლუტურად საკმარისია კლანის დასაშლელად, რაც, თავისთავად, ისევ ბიძინას განრიდებამდე მიდის.
ევროკავშირი ჩვენგან გაწიკწიკებულ და ბოლომდე მიყვანილ რეფორმებს არ ითხოვს. თუ ვაჩვენეთ, რომ რაღაც პრინციპულად შეიცვალა და სწორ გზას დავადექით, დაგვიჯერებენ.
და ბოლოს. არ მაქვს პასუხი, რატომ არ შეიძლება ზემოთნათქვამი დაშვებით ვადამდელი არჩევნებისკენ წავიდეთ? თუ დემორალიზებული საპარლამენტო უმრავლესობა ტექნიკურ მთავრობას დათანხმდა, უფრო მარტივად დათანხმდება ვადამდელს, მე-2 და მე-3 მოსმენით მიიღებს საკონსტიტუციო ცლილებებს 2%-ანი ბარიერით სრულად პროპორციულზე გადასასვლელად და დათმობს საარჩევნო ადმინისტრაციას.
არც მე ვარ ჩვენი პოლიტიკური კლასით აღფრთოვანებული, მაგრამ პროექტის მენეჯერები ხომ ვერ მართავენ გრძელვადიანად ქვეყანას? პოლიტიკოსები ამ 6 თვეში თვისობრივად ვერ შეიცლებიან. რაც გვაქვს, იქედან მოგვიწევს არჩევანის გაკეთება ამ 6 თვის შემდეგაც",-წერს, ირაკლი აბსანძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵არ ვიბრძვით სკამებისთვის, მთავრობაში სახეები და პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ - შოთა დიღმელაშვილი
1794303193
მსოფლიომარკო რუბიო: „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხი ტრამპის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს. პარიზში „დიდი შვიდეულის“ ს...
1794302372
ახალი ამბებიდავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროე...
1794302109
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი თურქეთში გაემგზავრება სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. ინფორმ...
1794300675
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში განხორციელდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ...
1794300398
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერც...


























