შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.
„საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამ პარტიებმა ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს.
ვნახეთ, რომ მთელი მათი ტაქტიკა აწყობილი იყო მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ რამე, შედავებოდნენ, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ. ეს სასამართლო არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. მათ „ქართულ ოცნებასთან“ თუ რაიმე შესადავებელი აქვთ შემოსულიყვნენ პარლამენტში და შეეძლოთ სარჩელი შეეტანათ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ასე, რომ ეს სასამართლო არ ეხება „ქართულ ოცნებას“, ეს სასამართლო ეხება მათ. ტყუილად ხარჯავენ დროს და ენერგიას „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით, ისაუბრონ იმ ბრალდებაზე, რომელიც მათ აქვთ წაყენებული, იმართლონ თავი.
საქმე ის არის, რომ თავის გასამართლებელი არაფერი აქვთ. როგორ უნდა იმართლონ თავი 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, როცა პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ და ამ ძალადობას მხარს უჭერდნენ, როგორ უნდა იმართლონ თავი 2024 წელს უცხოელების დავალებით მანდატების დამხევმა პარტიების წარმომადგენლებმა. რით უნდა იმართლონ თავი, როდესაც მათ აღიარებული აქვთ, რომ ისინი მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მუშაობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან. ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის გასამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ თავს დაესხნენ სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1794298028
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ, დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც
„მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრ...
1794296973
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე – „ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს“
არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ხუთდღიანი დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, ფაქტებით მანიპულირების კასკადის შემდეგ, დღეს დაიწყება სასამართლო...
1794296159
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა. სამართალდარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. შუ...
1794295455
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგა...
1794295231
ახალი ამბები„ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა“ - პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელო...





























