"ყველაზე გამაოგნებელი რაც არის, გავიგე, რომ აპირებს მიჩივლოს" - რას წერს მარტა ბარამიძე ბიკო ბირბიჭაძეზე, რომელიც ძალადობაში საჯაროდ ამხილა
ჟურნალისტი მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ზუსტად 2 კვირა გავიდა მას მერე, რაც გავბედე და საჯაროდ ვთქვი ის, რისი თქმაც 10 წლის განმავლობაში მინდოდა.
ეს ამბავი იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, იცოდა იმ ოჯახმა, ვისაც მე თავი შევაფარე და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები მათი.
იცოდა ე.წ. ბაბლმა, ამ ამბავზე წლების განმავლობაში ჩუმად საუბრობდნენ. 10 წელი მტანჯავდა, მაწუხებდა და ვაღიარებ, რომ მეშინოდა გამეგებინებინა უფრო მეტი ხალხისთვის.
ახლაც კი, როცა საჯაროდ ვთქვი, ბევრმა ადამიანმა, ვინც სამწუხაროდ ამა თუ იმ გავლენის ქვეშაა ან სხვა მიზეზი აქვს, თავი შეიკავა რეაგირებისგან, მაგრამ მხარდამჭერი უფრო მეტია და მადლობა იმ ხალხს, ვინც გამბედავი აღმოჩნდა, ვინც საჯაროდ წერს ან პირადში მამხნევებს. ძალიან ბევრნი ხართ ❤ სიტყვები არ მყოფნის, ვთქვა როგორ გემადლიერებით.
განსაკუთრებით მადლობა ქეთა გაბუნიას და კომუნა მზესუმზირას, ისინი წლების განმავლობაში პირდაპირ საქმიან ურთიერთობაში იყვნენ მოძალადესთან და ამის მიუხედავად უკან არ დაუხევიათ ჩემს დასაცავად.
მადლობა ია ფარულავას და მის გუნდს, რომელმაც მომისმინეს და გულთან მიიტანეს ჩემი ამბავი და დღემდე მუდმივ კომუნიკაციაზე არიან.
ცხადია, ვერაფერი დამავიწყებს ამ ფაქტს, მაგრამ მე შევეცადე, რომ მხრებიდან მომეხსნა ტვირთი. არ დავიწყებ ახსნას, რომ მე არანაირი მოტივაცია არ მექნებოდა ტყუილი დამებრალებინა ადამიანისთვის ერთადერთი სურვილი, რაც ამ აღიარების დროს მამოძრავებდა, მინდოდა დამეცვა სხვები.
შეიძლება ცოტა დავაგვიანე, მადლობა მათ, ვინც ამის გამო არ მკიცხავთ.
თურმე რამდენი ვყოფილვართ, ქალებო.
ყველა თქვენგანის გამო ვწუხვარ, ვისაც იგივე, ცოტა ნაკლები ან უარესი გამოგივლიათ იმ ადამიანისგან.
მადლობა გამბედაობისთვის, რომ ჩემთან მაინც ყვებით. მე მესმის მათი, ვისაც საჯაროდ
თქმის ძალა ჯერ არ შესწევს.
რაც შეეხება ბიკო ბირბიჩაძეს:
ყველაზე გამაოგნებელი რაც არის, გავიგე, რომ აპირებს მიჩივლოს.
სიმართლე გითხრათ, ძნელია, ასეთი ადამიანისგან კიდევ რამე გაგიკვირდეს, მაგრამ ესეც მოახერხა.
საბედნიეროდ, მოწმეები ბევრი მყავს და ამსათანავე მაქვს იმედი, რომ სხვებიც გაბედავენ საჯაროდ თუ არა, შესაბამის უწყებებთან საუბარს. ნუ შეგეშინდებათ, ბევრნი ვართ და ძალიან ძლიერები და შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ერთმანეთი უნდა დავიცვათ.
მე მჯერა სიმართლის და მჯერა ჩემი საზოგადოების", — წერს მარტა ბარამიძე თავის Facebook გვერდზე
20 თებერვალს ფორმულას ეთერში, გადაცემაში ია ფარულავას კონვერტი მარტა ბარამიძემ განაცხადა, რომ 16 წლის ასაკში ბიკო ბირბიჩაძემ მასზე ფიზიკურად იძალადა, სექსუალური ძალადობა სცადა და დაემუქრა.
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































