დანიელი ფეხბურთელის გულის შეტევა შესაძლოა, კოვიდ 19-ის სუბ-კლინიკურმა ინფექციამ გამოიწვია - "ტოტენჰემის" ყოფილი ექიმი
„ტოტენჰემის“ ყოფილმა ექიმმა, პროფესორმა სანჯაი შარმამ, ევრო 2020-ზე დანია-ფინეთის მატჩის დროს კრისტიან ერიკსენის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
სანჯაი ერიკსენის ყოფილი კლუბის ექიმი იყო და სამედიცინო შემოწმების დროს მას ყოველ წელს ფიზიკურ კონდიციებს უმოწმებდა - ექიმის კომენტარს Dailymail ავრცელებს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ერიკსენი ჯანმრთელი ადამიანია. მას ფანტასტიკური სისხლის მიმოქცევა აქვს. ვლოცულობდი, რომ ის გადარჩენილიყო. მას რომ გულ-ფილტვის რეანიმაცია დასჭირვებოდა და ექიმებს რომ დეფიბრილატორი გამოეყენებინათ, ვიტყოდი, რომ მას გულის რითმის დარღვევის გამო წამიერი გულის გაჩერება მოუვიდა, მაგრამ დავინახე, რომ ის ბურთისკენ გაიქცა და კონტროლი დაკარგა. აშკარაა, რომ იმ მომენტში რაღაც აერია.
ერიკსენს „ტოტენჰემში“ ყოველ წელს ვამოწმებდი. 2019 წლამდე, მისი პასუხები ნორმალური იყო, გულის პრობლემები არ დაფიქსირებულა. შემიძლია დავიფიცო, რომ ამ ტესტებს ვატარებდი. მომხდარის გამო, ყველა შედეგი გადავამოწმე და ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა. შესაძლოა, მიზეზი კორონავირუსი იყოს. ზოგიერთ ფეხბურთელს შესაძლოა კოვიდ19-ის სუბ-კლინიკური ინფექცია ჰქონოდათ, რამაც გულის რითმის დარღვევა გამოიწვია.“ - განაცხადა ექიმმა.
გუშინ დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი 42-ე წუთზე შეწყდა. მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა. ფეხბურთელს კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა.
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































