ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

8 თებერვალს, პარიზში, ერთა ლიგის 2023/24 წლის გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც C დივიზიონიდან B დივიზიონში აღზევდა, წილიწსყრის შედეგად B1 ჯგუფში მოხვდა. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები - ჩეხეთი, ალბანეთი და უკრაინა იქნებიან.

უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონის პირველ მატჩს საქართველოს ნაკლრები საკუთარ მოედანზე, ჩეხეთთან დაპირისპირებით დაიწყებს. სრული კალენდარი კი ასე გამოიყურება:

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში აღზევდებიან, მეორეადგილოსნები კი, რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი-ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის ივნისში.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში თამაშობდა, ახლა კი, B ლიგის გუნდია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი კარგ გზაზეა. მოუთმენლად ველით კარგ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი.

მარტის პლეი ოფის წინ მნიშვენლოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩნება, რადგან ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი-ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში  ვნახო. საბოლოო ჯამში ლუქსეუმბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ".

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ძალიან მნიშვენლოვანი იყო C ლიგაში გამარჯვება და B ლიგაში გადასვლა, თუმცა დღეს ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მარტის პლეი-ოფის თამაშებია, რაზეც მთელი ყურადღება გვაქვს გადატანილი.

რაც შეეხება ერთა ლიგის ჯგუფს - საინტერესო გუნდებით დაკომპლექტებული ძლიერი ჯგუფია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევა და თამაშიდან თამაშზე ფიქრია. თუმცა, ახლა მთავარი ამრტია და B ლიგის თამაშებზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებთ". 

B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების კალენდარი 
07.09.2024. საქართველო V ჩეხეთი
10.09.2024. ალბანეთი V საქართველო
11.10.2024. უკრაინა V საქართველო
14.10.2024. საქართველო V ალბანეთი
16.11.2024. საქართველო V უკრაინა
19.11.2024. ჩეხეთი V საქართველო

 

წყარო: www.nakrebi.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764864553

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

 2025 წლის 4 დეკემბერს ეუთოს მინისტერიალისფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის დატაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთამინისტრის სიროჯიდინ მუხრიდინის შეხვედრა. მხარ...

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1764861558

მსოფლიო

დავით ჩიხელიძე: გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში - სამწუხაროა, რომ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს

 გაეროში რეზოლუციის კენჭისყრამ, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ეხებოდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოების პოზიციები. სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაი...

ჩიხელაძე

1764860122

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უმჯობესი იქნება დაფიქრდნენ და შეშფოთება გამოთქვან, რომ მაკრონის რეიტინგი ახლა ისტორიულ მინიმუმზეა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაიწყეს რეზოლუციაზე მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვითომდა დემოკრატიის კუთხით უკუსვლას აქვს ადგილი, - განაცხადა გადაცემა...

თორნიკე ჭეიშვილი

1764858864

საზოგადოება

ლევან მახაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: რაც უნდათ ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ

„სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ“, - განაცხადა ე...

ლევან მახაშვილი

1764858133

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი „ბიბისის“ ფილმზე: მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო

„მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო“, - განაცხადა გადაცემაში...

თორნიკე ჭეიშვილი