მათე გველესიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია!
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ზაფხულის ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციამ მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა მათე გველესიანმა(-66კგ) ყველა მეტოქე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. პირველ ორთაბრძოლაში მათემ პოლონელი პაველ პლუტა ორი ვაზარით დაჯაბნა, იმავენაირად მოუგო მეორე წრეში სლოვაკ იურაი ოდკლადალს, მეოთხედფინალში ჩეხი სტეფან ფისერი ერთი ვაზარის უპირატესობით ჩამოიშორა, ნახევარფინალში ასევე ერთი ვაზარით სძლია აზერბაიჯანელ იასურ იბადლის, ხოლო ფინალში ხორვატი ლუკა კატიჩი ტრავმის გამო არ გამოუცხადდა და გამარჯვება უბრძოლველად მოიპოვა.
შეგახსენებთ, ქართული დელეგაციისთვის ამ ეტაპზე 3 ოქროს მედალია და სამივე ძიუდოისტების ანგარიშზე, გუშინ ჩემპიონები გახდნენ შოთა ბაჩოშვილი(-50კგ) და მერაბ სამადაშვილი(-55კგ).
1784315868
მსოფლიოAxios: აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის
შეერთებულმა შტატებმა ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, ფართო...
1784313938
ახალი ამბებინაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორ...
1784311658
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს, ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ
საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად ი...
1784310128
ახალი ამბებითინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვი...
1784309067
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“- ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ, დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს...































