სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონია!
პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ბრწყინვალედ იასპარეზა, ყველა მეტოქე ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა, ჩემპიონი გახდა და ზედიზედ მეცამეტედ შეძლო ფარიკაობის უმაღლესი რანგის შეჯიბრებებზე კვარცხლბეკზე ასვლა.
სანდრომ ჩემპიონობისკენ სვლა I ჯგუფიდან დაიწყო, სადაც ექვსივე მეტოქე დაამარცხა: უნგრელი ტამაშ დეში, თურქი თოლგა ასლანი, პოლონელი ოლაფ სტასიაკი, ჩეხი კრიშტოფ ჩაჩეკი და დიდი ბრიტანელი უილიამ დერი.
ფლეი-ოფში სანდრო პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დაისვენა, 1/16 ფინალში კი იოლად დაამარცხა ბერძენი ანგელოს პაკგალოსი-15:4, 1/8 ფინალში საქართველოს ნაკრების ლიდერი უნგრელ ანდრაშ შატმარის დაუპირისპირდა და კვლავ დამაჯერებლად მოიგო-15:9. მეოთხედფინალში კი უკრაინელ ანდრეი იაგოდკას სძლია-15:11.
ნახევარფინალში სუპერდაპირისპირება ვიხილეთ, ქართველის მეტოქე უნგრელი ოლიმპიადის 3-გზისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აარონ სილაგი გახლდათ. დრამატულ ბრძოლაში სანდრომ 15:13 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც იგივე ანგარიშით პოლონელი კრისტოფ კაცკოვსკი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, მესამე ევროპული თამაშები 2 ივლისადე გაგრძელდება და საქართველოს სახელით 99 სპორტსმენი იასპარეზებს.
1784359573
ახალი ამბებიშსს: ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამარ...
1784358323
ახალი ამბებითბილისში ბრალდებული ერთ-ერთ პირს ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორ...
1784356402
მსოფლიოაშშ აცხადებს, რომ ირანზე საჰაერო დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულა
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანზე დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულეს. ამის შესახებ X-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ც...
1784354822
სპორტიდღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან
დღეს 18 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რ...
1784321326
მსოფლიოევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გაფართოებისგან
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს, თავი შეიკავოს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შემდგომი გაფართოებისგან. „ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, თავი შეიკავოს დასახლებების გაფართოებისგა...


































