ბირთვული აფეთქების შიშის ფონზე, საბერძნეთის მოსახლეობა იოდის აბებს იმარაგებს

უკრაინაში, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ობიექტებზე თავდასხმამ, საბერძნეთის მოსახლეობას 1986 წელის ჩერნობილის ავარიის მოგონებები გაუღვიძა, რის შედეგადაც საბერძნეთში იოდის პრეპარატზე მოთხოვნა გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია MEGA ავრცელებს. 

ფარმაცევტები მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ:

"იოდიდის პრეპარატზე მოთხოვნილება ნამდვილად გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე მისი მიღების არანაირი მიზეზი არ არსებობს.

პრეპარატზე დეფიციტიც ნამდვილად არის, მაგრამ ეს არ წარმოადგენს საშიშროებას, რადგან ეს ძალიან გავრცელებული პრეპარატია"- ამბობს ერთ-ერთი ფარმაცევტი ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

     რა არის იოდის პრეპარატი და რისთვის გამოიყენება ეს  აბები ?

კალიუმის იოდის აბები ეს არის ზღვის მარილის იოდი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის რადიოაქტიური იოდის (რადიო-იოდის) მოსალოდნელი რადიაციული ზემოქმედებისგან დასაცავად.

ზოგიერთი რადიაციული საგანგებო ვითარებისას შესაძლოა გარემოში გამოთავისუფლდეს დიდი რაოდენობით რადიოაქტიური იოდი.

გამომდინარე იქიდან, რომ იოდის ათვისება ხდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ, რადიო-იოდით დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციამ, ან საკვების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აღნიშნული ჯირკვლის რადიაციული დაზიანება.

ეს გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა და სხვა თირეოიდული დაავადებების რისკების ზრდას.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო, უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია, თუმცა უპირატესობა ენიჭება ისეთი ზომების მიღებას, რაც დააქვეითებს კიბოს განვითარების რისკს.

იოდიდის KI-ის მიღების შედეგად ხდება ფარისებრი ჯირკვლის სტაბილური (არა-რადიოაქტიური) იოდით გაჯერება. ეს ხელს უშლის რადიო-იოდის ათვისებას, ან აქვეითებს მის რაოდენობას, რომელიც შესაძლოა შთანთქმული იქნეს ფარისებრი ჯირკვლის მიერ.

კალიუმის იოდის  მიღება ყველაზე ეფექტურია რადიოაქტიური იოდის ზემოქმედებამდე ცოტა ხნით ადრე ან უშუალოდ ზემოქმედების შემდეგ.

წამლის მიღება ზემოქმედებიდან 3 ან 4 საათის შემდეგ, ასევე, დააქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოიოდის ათვისებას, თუმცა, მისი ეფექტიანობა შემცირდება -  (აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია ავრცელებს) 

აქვე აღსანიშნავია, რომ იოდის ტაბლეტებს, ექსპერტების აზრით, არავითარი გვერდითი მოვლენა არ გააჩნია და ისინი რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა ძალიან მგრძნობიარეა მზის სხივებისა და სიცხის მიმართ, რამაც შესაძლოა  მათი შემადგენლობის შეცვალა გამოიწვიოს. 

ასევე საინტერესოა

🔵რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის მიზეზს, მცირეწლოვან ბავშვებს პროპაგანდისტული ანიმაციური ფილმით უხსნის

🔵გამომძიებელი ჟურნალისტი: რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, უკრაინის მთავრობის მეთაურად დანიშნოს უმაღლესი რადას დეპუტატი

🔵რუსებმა კიევის პურის ქარხანა დაბომბეს – დაღუპულია 13 ადამიანი

 

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1769538373

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს....

დაკავება, პოლიცია

1769536198

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2026 წლის 27 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ო...

მაკა ბოჭორიშვილი

1769534103

მსოფლიო

რომის პაპი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დათმონ კრიტიკული აზროვნების უნარი და ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ურთიერთობის ჩანაცვლების უფლება არ მისცენ

რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ „ჩატბოტები“ ზედმეტად „მოსიყვარულეები“ არიან და მათ მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ რჩევებს სთავაზობს. „ჰილის“ ცნობით, 2025 წლის მაისში მისი არჩე...

რომის პაპჯ

1769530791

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი მაია სანდუზე​: ვერ გეტყვით რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ის წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს, ალბათ დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს, მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა. მაია სანდუ თავის გამოსვლაში საქართველოსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთმა საქა...

ლევან მახაშვილი

1769530062

ახალი ამბები

გენერალური პროკურორის მოადგილემ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე ისაუბრა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში გამართულ 51-ე სესიაზე, ადამიანის უფლებებ...

გენერალური პროკურორის მოადგილე