„დედიკო, არ დაიძინო, შეგცივდება", ჩვენ ვერასდროს მოვხვდებით მის საფლავზე. ცხედრებს ისეთი სუნი აქვთ. ყველგან იყვნენ. ძმას დედაჩვენის შარფით შევუხვიე თვალები, რომ ეს ყველაფერი არ ენახა - 16 წლის კატიას ისტორია მარიუპოლის ბლოკადიდან

16 წლის კატია მარიუპოლიდან:
„იცით ის შეგრძნება, როცა გტკივა? ოდესღაც ბიჭი შემიყვარდა, მას კი არ ვუყვარდი და მე მეგონა, რომ ეს იყო ტკივილი. თუმცა აღმოჩნდა, რომ გტკივა მაშინ, როდესაც ხედავ როგორ კვდება დედაშენი შენს თვალწინ. პატარა ძმა კი მასთან ახლოს მიდის და ეუბნება: „დედიკო, არ დაიძინო, შეგცივდება". ჩვენ ვერასდროს მოვხვდებით მის საფლავზე. ის დარჩა ნესტიან და ბნელ სარდაფში. ჩვენ გვეძინა, ტუალეტში დავდიოდით, ნარჩენებს ვჭამდით ამ ერთ სარდაფში.
ერთხელ კოლია ძიამ მტრედი დაიჭირა, ეს ალბათ მე-5 თუ მე-6 დღე იყო [სარდაფში ყოფნის]. ეს მტრედი შევწვით და ვჭამეთ, მერე კი ღებინება დაგვეწყო. დედა ბოლომდე იბრძოდა, ევაკუაციამდე 3 დღით ადრე ის გარდაიცვალა. ძმას ვუთხარი, რომ დედას ღრმად სძინავს და მისი გაღვიძება არ ღირს. თუმცა მგონია, რომ ის ყველაფერს მიხვდა. მაშინაც მიხვდა, როცა გარდაიცვალა ჩვენი მეზობელი, მისი [ცხედრის] გატანა ვერ შევძელით და მას სუნი ასდიოდა. შემდეგ [გარეთ] სიჩუმე იყო და კოლია ძიამ ის გაიტანა, თვითონ კი ნაღმზე აფეთქდა. დედა ძალიან ტიროდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, კოლია ძია ყველაზე ახლო ადამიანი იყო.
ცხედრებს ისეთი სუნი აქვთ. ყველგან იყვნენ. ძმას დედაჩვენის შარფით შევუხვიე თვალები, რომ ეს ყველაფერი არ ენახა. სანამ გავრბოდით რამდენჯერმე კინაღამ გული ამერია. თქვენი ღმერთის აღარ მჯერა. ის რომ არსებობდეს, ჩვენ ასე არ დავიტანჯებოდით. დედაჩემს არასდროს გაუკეთებია რამე ცუდი.
ვერ ვიტან რუსეთს. ჩემი ალალი ბიძა იქ არის. იცით რა მითხრა დღეს ტელეფონში? „კატია? რომელია კატია? გოგონა, მე თქვენ არ გიცნობთ. რა ომი, რომელი კატია?". ამის შემდეგ ფარული ნომრიდან მომწერა „კატენკა, არ მომწერო. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს სახიფათოა. დედას უკვე ვერ დავაბრუნებთ". ვერ ვიტან მათ. ეს ხომ მისი ალალი და იყო?! ასე როგორ შეიძლება.
იცით, მგონია, რომ მარიუპოლში დავბრუნდები და იქ, იმავე ადგილას ვიცხოვრებ. ყოველ ჯერზე, ერთი და იგივე დღეს ჩავალ ახალი სახლის სარდაფში და იქ ყვავილებს დავტოვებ... ახლა ალბათ გაგვყოფენ და ჩემს ძმას სავარაუდოდ ვეღარ ვნახავ. რატომ? რატომ "გადაგვარჩინა" ამ პუტინმა? ჩვენ ხომ კარგად ვცხოვრობდით, მანქანაც კი ვიყიდეთ. კოლია ძია მპირდებოდა, რომ ტარებას მასწავლიდა. მათ ეს მანქანა დაწვეს. ბინაც აღარ გვაქვს. სიკვდილი მინდა, მაგრამ არ შემიძლია... ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს! თორემ როცა აღარ იქნებით, ისინი ვერ გაიხსენებენ თქვენს სუნს. თუ გავუძლებ და ოდესმე შვილები მეყოლება - სულ ჩავეხუტები.“

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵არ დაგავიწყდეთ რომ თბილისის თავზე ვირტუალური წითელი დროშა ფრიალებს - თინა ხიდაშელი

🔵შაქარზე, ხილზე, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, ზეთზე, პურზე და პურპროდუქტებზე, რძის პროდუქტებზე, ხორცზე და მინერალურ წყალზე, ასევე უალკოჰოლო სასმელებზე მარტში ფასები გაიზარდა

🔵ყოჩაღ ამერიკასაც. მოუფრთხილდით, მოეფერეთ ივანიშვილს, არ გაცივდეს, არ დააცემინოს. ქართველი ხალხი ჭირსაც წაუღია - შალვა ნათელაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე