"ოკუპანტები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს, ცდილობენ, სრულად გაანადგურონ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა" - უკრაინის გენშტაბი

რუსი სამხედროები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს, ცდილობენ, სრულად გაანადგურონ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები და ასევე კონცენტრირდებიან საწვავის შესანახ ობიექტებზე.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტების მოქმედებების მიზანია ლოგისტიკური მხარდაჭერის გართულება და ჰუმანიტარული კრიზისისთვის პირობების შექმნა.

„ისინი ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს. ძარცვავენ, იტაცებენ და მძევლად ჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციებს აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებებით, აგრეთვე ახორციელებენ კონტრშეტევებს ზოგიერთი მიმართულებით.

„დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით გაერთიანებული ძალების დაჯგუფებამ გასული დღის განმავლობაში მტრის შვიდი შეტევა მოიგერია.

ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 12 ერთეული ტანკი, 10 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სამი ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

მტერმა ცოცხალი ძალის დანაკარგებიც განიცადა“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, 28 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ოკუპანტების 17 ერთეული საფრენი აპარატი დააზიანეს – რვა ერთეული თვითმფრინავი, სამი ერთეული ვერტმფრენი, ოთხი ერთეული დრონი და ორი ერთეული საკრუიზო რაკეტა.

გენშტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსი ოკუპანტების ცოცხალმა დანაკარგებმა 17 200 ჯარისკაცი შეადგინა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791473630

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომას...

ვლადიმერ პუტინი

1791471649

ახალი ამბები

პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე. აკინ გურლეკთან შეხვედრა სამართლის საერთაშორისო სამიტის...

პაატა სალია

1791470677

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთ...

მარიამ ქვრივიშვილი

1791469309

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: თუ იქნება სამართლიანი, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული მიდგომა, დადებითი ტენდენციებიც გვექნება ურთიერთობაში

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ქართული მხარე...

აკაკი ალადაშვილი

1791468879

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პრ...

მარიამ ქვრივიშვილი