ქართველებო, ძმებო, მოითმენთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს? - არაუშავს ირაკლი, როცა ჩვენს ცაზე სამხედროს ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია არსადაც აღარ წახვიდე - რადას დეპუტატი
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ ?- ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს.
რადას დეპუტატის თქმით, ყველაზე გამაოგნებელი, საქართველოს პრემიერის განცხადება იყო, რომ უკრაინაში სოლიდარობის ნიშნად ვერ ჩავა, „რადგან უკრაინის თავზე ცა დაკეტილია“.
მან საქართველოს მოსახლეობას მიმართა, რამდენად მოსწონთ მთავრობის მეთაურის ეს განცხადებები.
„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ?
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სანქციების დაწესება მის ქვეყანას ბევრად მეტ ზიანს მოუტანს. ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც კი არ აპირებს. მაგრამ ყველაზე მეტად გამაოგნებელია პასუხი მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად ვიზიტს კიევში. პრემიერი აცხადებს, რომ ახლა უკრაინის თავზე ცა დაკეტილია.
არაუშავს ირაკლი, როცა ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია არსადაც აღარ წახვიდე.
ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? ნუთუ დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც 2008 წელს თბილისისკენ ტანკები მოემართებოდნენ? ამას მოითმენთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?“- განაცხადა გონჩარენკომ.
წყარო:IPN
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რუსეთის ტანკების შესაჩერებლად უკრაინელები ხიდებს აფეთქებენ
🔵ღარიბაშვილის სიტყვები ისტორიაში შევა, როგორც ეროვნული უთავმოყვარეობის მაგალითი! - ნათია მეზვრიშვილი
1791577329
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკება დავასრულე - რუსეთი ამერიკულ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
„ახლახან დავასრულე მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან. რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზარს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის“, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქ...
1791573743
ახალი ამბებიკულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რადიშ თორდიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა - „რადიშ თორდია - 90“ გაიხსნა. რადიშ თორდია XX საუკ...
1791570692
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ევროპელი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება, ევროპელმა ხალხმა გამოიღვიძა - გერმანიამ, ისლანდიამ, საფრანგეთმა, ბევრ მაგალითს ვიხილავთ, სადაც ითხოვენ მმართველი კლასისგან, რომ გატარდეს მათი ინტერესები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპელ ხალხში ბრიუსელის მმართველი კლასის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატია დ...
1791569517
ახალი ამბებიილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....



























