უკრაინელი დედა: ჩემი უფროსი ქალიშვილი და ქმარი მოკლეს, მე კი 1 წლის შვილთან ერთად ტყვეობაში 24 დღე გავატარე

ვიქტორია კოვალენკო უკრაინელი ქალია, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა უფროსი ქალიშვილი და ქმარი მოუკლეს.

უკრაინელი დედა, BBC-სთან ინტერვიუში ჰყვება, რომ გადატანილი ტრაგედიის შემდეგ ახლა 1 წლის ვარვარაზე ფიქრობს, უმცროს ქალიშვილზე, რომელთან ერთადაც ერთი თვე იყო ტყვედ.

ქალის თქმით, წარმოუდგენელია იმ საშინელების დავიწყება, რაც მას და მის ოჯახს გადახდა.

როგორც კოვალენკო იხსენებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ცხრა დღე იყო გასული, როდესაც ოჯახმა ჩერნიგოვოდან გაქცევა ქვეყნის ჩრდილოეთით გადაწყვიტა, რადგან პეტროს და ვიქტორიას შვილების დაცვა სურდათ. ქალს 12 წლის ვერონიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ვარვარა კი ერთი წლის იყო.

ქალაქიდან გასვლის შემდეგ ერთ-ერთი სოფლის მახლობლად გზა გადაკეტილი დახვდათ. მეუღლე სიტუაციის გასარკვევად გადავიდა და სწორედ ამ დროს ესროლეს მანქანას. 

„ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა ვერონიკამ ტირილი დაიწყო, რადგან თავი შუშაზე გამეჭრა და სისხლი მომდიოდა. ხელები ამიკანკალდა, მისი დამშვიდება ვცადე. ის მანქანიდან გადმოვიდა და მეც გავყევი. გადმოსვლისას დავინახე, როგორ დაეცა. როდესაც შევხედე თავი აღარ ჰქონდა", - იხსენებს ვიქტორია.

მისივე თქმით, მანქანას რუსული ჭურვი ესროლეს, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

„ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, ჩემი პატარა ქალიშვილი ხელში მეჭირა და მის უსაფრთხოებაზე ვფიქრობდი".

პეტრო აღარ უნახავს, ​​მაგრამ მისი დუმილით მიხვდა, რომ რომ ქმარიც გარდაცვლილი იყო. დამწვარი მანქანიდან გაიქცა.

ქალი ჰყვება, რომ შემდეგი 24 საათი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა. საბოლოოდ კი ვარვარასთან ერთად გაჩერებულ მანქანაში იპოვა თავშესაფარი. მალე სროლა დაიწყო და იქვე მდებარე პატარა შენობაში შეაფარა თავი.

მეორე დღეს ისინი რუსმა ჯარისკაცებმა პატრულირებისას იპოვეს, ტყვედ აიყვანეს და სოფელში წაიყვანეს. დედა-შვილმა მომდევნო 24 დღე სარდაფში, საშინელ პირობებში გაატარა. ვიქტორია უყურებდა, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები მის ირგვლივ, რადგან არ უტარდებოდათ სამედიცინო დახმარება. ოთახში 40 ადამიანი იყო. ვიქტორია ამბობს, რომ მცირე ადგილი ჰქონდათ გადაადგილებისთვის ან სიარულისთვის. სინათლე არ იყო, ამიტომ სანთლებსა და სანთებელებს იყენებდნენ. ხალხს სუნთქვა უჭირდა. ადამიანების უმეტესობას ტუალეტში გასვლის უფლებაც არ ჰქონდა.

ვიქტორიამ ოკუპანტებს სთხოვა სკოლაში მიეტანათ პეტროსა და ვერონიკას ცხედრები, რათა დაესაფლავებინათ.

ქალს ახსოვს ცხედრების ჩამოსვენების დღე.

„12 მარტი იყო, დამირეკეს და მითხრეს, წავიდეთ და ნახავ, სად დავასაფლავებთო. ტყეში დაკრძალეს, ორ საფლავში, ერთი დიდი და მეორე უფრო პატარა ყუთი ესვენა.

ადგილზე დავრჩით და მიწის მიყრა დავიწყეთ, უცებ დაბომბვა დაიწყო. ისევ გავიქეცით, ეს საშინელება იყო.

საშუალება რომ მოეცათ ისე ვესროდი პუტინს, რომ ხელი არ ამიკანკალდებოდა“ - ამბობს ვიქტორია ინტერვიუში.

პეტროსა და ვერონიკას საფლავები ახლა ორი ხის პატარა ჯვრითაა მონიშნული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791380010

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...

ზაალ მიქელაძე

1791379969

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1791379840

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად

„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე

1791378667

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ვალუტის კურსი

1791377895

ახალი ამბები

პრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად

„თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვ...

ირაკლი კობახიძე