ყირიმში, ააფეთქეს რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი

გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო ავტომობილებისთვის ბორნებით გადასასვლელს ამზადებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ხიდს მალე აღადგენენ. ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილ პოდოლიაკმა.

ყირიმის რკინიგზაში ამტკიცებენ, რომ " ცეცხლი სატვირთო მატარებლის ბოლოში, საწვავის ავზს გაუჩნდა", შემთხვევის მიზეზები დგინდება.

ლოკომოტივი ვაგინების ნაწილით ქერჩის სადგურზე გადაიყვანეს. ცისტერნის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩენკომ. მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში გამოცემა RBK-ს განუცხადეს, რომ "ააფეთქეს სატვირთო მანქანა", რის გამოც სატვირთო მატარებლის შვიდი ცისტერნა აფეთქდა.

ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კონსტანტინოვი ამბობს, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სიძნელის და სიმძიმის გამო არ ვიცი როგორ ვთქვა, როგორ დავწერო... ალბათ ბევრს გაინტერესებთ მის შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია..." - რამაზ დავლაძის წერილი, რომელსაც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაეღუპა

🔵"გული მომიკვდა პირდაპირი გაგებით… ნეტა არც მომესმინა… გული მომიკვდა პირდაპირი გაგებით" - განო მელითაური ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის კონფლიქტზე

🔵რა გელოდება დღეს? - 8 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793605277

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...

ანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1793604729

საზოგადოება

ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო საკონტრო...

ცესკოს განცხადება

1793603629

ახალი ამბები

მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდ...

თაღლითობის ბრალდებით

1793602664

ახალი ამბები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფო...

დაწყებითი საფეხური

1793602356

მსოფლიო

საფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდ...

პარიზში