ზელენსკი: ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ

"ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება" – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ.

დღეს შემიძლია, გავიმეორო ეს სიტყვები, მაგრამ მნიშვნელობა სხვა აქვს.

მე მართლა მეგონა, რომ დასრულება დიალოგით იყო შესაძლებელი.

ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა დიალოგი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ტერმინი, რომ ამ დიალოგში შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვასა და გადაწყვეტილებაზე რუსეთის მხრიდან პასუხის პოვნა.

ეს ახლა ავტომობილს ჰგავს, არა ელექტრომანქანას, არამედ ჰიბრიდს.

ამიტომაც არის ომი ასეთი რთული. გამარჯვებაც რთული იქნება.

ის იქნება სისხლიანი, თუმცა ბრძოლით მოპოვებული, დასასრული კი ნამდვილად დიპლომატიაში იქნება.

პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება ეს შეხვედრა.

ჩვენ გვაქვს სურვილი და გვაქვს ჩვენი მიზნები:

გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და გვინდა, დავასრულოთ ეს ომი, მაგრამ როდის იქნება ეს ყოველივე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის გაიმართება საუბარი პუტინთან.

არ ვიცი, რა ფორმატში გაიმართება: შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე თუ ორმხრივი საუბარი, თუმცა გაიმართება", – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს უსაფრთხოების გარანტიის ხელშეკრულებაზე, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის ჩართვას.

"უსაფრთხოების გარანტიები – ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მნიშვნელოვანი შეთანხმება და მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ ფურცელზე, არამედ იყოს რეალობა და დაგვეხმაროს მომავალში.

დღეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს უკრაინის ირგვლივ არსებული პარტნიორი ქვეყნების წრეს, რუსეთის გარეშე.

უსაფრთხოების გარანტორები რუსეთის გარეშე.

ბუჩამ რაღაცები შეცვალა. დრო ცვლის ყველაფერს.

ჩვენ უკვე შევიმუშავეთ პროექტი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი რატიფიცირებული იყოს ყველა გარანტორი ქვეყნის პარლამენტის მიერ", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ "აზოვსტალი" მთლიანად დაიკავა

* "ოკუპანტებმა კულტურა, განათლება და კაცობრიობა თავიანთ მტრებად დაასახელეს" - ზელენსკი ხარკოვის რაიონის სოფელ ლოზოვაიაზე სარაკეტო იერიშს ეხმაურება 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794056195

ახალი ამბები

თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კეიტ დილონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს კეიტ დილონს შეხვდა. როგორც თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინ...

თამარ ტალიაშვილი

1794054675

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა...

საქართველოს თავდაცვის ძალები

1794052240

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო

„ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ“, - წერს გიორგი...

გიორგი გამსახურდია

1794052112

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავ...

ხვიჩა კვარაცხელია

1794047820

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...

ზაალ მიქელაძე